• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ვაკეთებდი მაქსიმალურს, რათა შემეგროვებინა საჭირო მასალა და დამეხატა“ – ლევან თოლორდავას პერსონა

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„ვაკეთებდი მაქსიმალურს, რათა შემეგროვებინა საჭირო მასალა და დამეხატა“ – ლევან თოლორდავას პერსონა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხშირად ბავშვობაში ნანატრი, ახალგაზრდობაში ნაფიქრი ამავე დროში ილექება და ადამიანებს, შეიძლება ითქვას, არ ჰყოფნით ძალა, გადალახონ დაბრკოლებები და სასურველს მიაღწიონ. ცხადია, ეს ყოველთვის ასე არ არის. ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი მებრძოლ ადამიანებს მოსვენებას არ აძლევს, მუდამ გამოსავლის ძიებას აიძულებს და შედეგზეა ორიენტირებული.

ლევან თოლორდავასთვის მხატვრობისკენ მიმავალი გზა მარტივი ნამდვილად არ იყო. პირიქით – ამ რთულ ბილიკზე ის მარტო აღმოჩნდა, საკუთარი მონდონების, ფიქრისა და ინტერნეტში არსებული აუარება მასალის ამარა. დეტალურად, ლევანი “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.

ვიცოდი, რომ  მქონდა  ნიჭი, სურვილი და შემეძლო ხატვა, ვაკეთებდი მაქსიმალურს, რათა შემეგროვებინა საჭირო მასალა და დამეხატა. ეს ყველაფერი ისე დავიწყე, რომ არავინ იცოდა, ვმალავდი – არ მინდოდა, წინასწარ „მეზეიმა“. ისეთი ცხოვრება გავიარე, გაბრაზებულიც კი ვიყავი, რომ ამ მხრივ არავინ მეხმარებოდა. ვის არ მივმართე… ამ მომენტსაც ვაფასებ, რადგან უფრო მოვინდომე და გავძლიერდი. ნელ-ნელა, პროფესიონალი მხატვრებიც გავიცანი  და დღეს უკვე მეც მიცნობენ.

როგორ შეისწავლეთ ხატვა – შესაბამის სასწავლებელში მიიღეთ ცოდნა?


ბავშვობაში ერთი წლის მანძილზე დავდიოდი საბავშვო სკოლაში, თუმცა, ეს არ ყოფილა ოფიციალური სასწავლო დაწესებულება. აქ ვსწავლობდი გრაფიკას. იმის გამო, რომ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი, გადავწყვიტე, თვითონ მომეძიებინა ინფორმაციები და ასე მესწავლა. ფერწერაში საერთოდ არ მქონდა არანაირი ცოდნა. ინტერნეტში მოვიძიე ვიდეოგაკვეთილები, რომლებიც დამეხმარა შემდგომ უკვე პრაქტიკაში. ჯერ აეროგრაფიაში დავიწყე ხატვა, რაც პულივიზატორის გამოყენებას გულისხმობს. შევისწავლე ფერები. სამი წლის მანძილზე ვმუშაობდი აეროგრაფიაში, ფერებში, ვხატავდი ტილოზე. გარკვეული მიზეზების გამო, ამ მიმართულებით ვეღარ ვხატავდი და ნახევარი წლის შემდგომ გადავედი ზეთით ხატვაზე. ამ დროს ფუნჯის დაჭერაც არ ვიცოდი. კვლავ განვაგრძობდი შესაბამისი გაკვეთილების მოძიებას, ხან ვის ვეკითხებოდი რჩევას და ხან – ვის. ფაქტობრივად, მხატვრობა ვისწავლე „ქუჩა-ქუჩა“.

ზუგდიდიდან თბილისში ჩამოხვედით – რა იყო თქვენი მიზანი?

გარკვეული დროის შემდგომ, ზუგდიდიდან ჩამოვედი თბილისში. ამ დროს დაინტერესებული ვიყავი კედლის მხატვრობით. მანამდე, წალენჯიხაში, სტადიონთან დავხატე ხვიჩა კვარაცხელია. შემდგომ მივიღე შეკვეთები კედლის მხატვრობის მხრივ. თავდაპირველად, ცოტა მიჭირდა. აქ საქმე ხატვის ცოდნა არ იყო. უბრალოდ, საჭირო იყოს სპეციალური საღებავები, გარკვეული ტექნიკები, რაც მე არ ვიცოდი. თუმცა, ვფიქრობ, მაინც კარგად გავართვი თავი.

კედლის მხატვრობის მხრივ თქვენი ცოდნა როგორ გაღრმავდა?

სულ ვფიქრობდი, მომეძებნა ვინმე, კედლის მხატვარი, რომელიც დამაკვალიანებდა, ტექნიკის მხრივ. გავიცანი უკრაინელი ალექსანდრ პისარჩუკი, რომელმაც შემომთავაზა მასთან ერთად მუშაობა. მეც დავთანხმდი და ნელ-ნელა დავიწყე. ერთი კვირის შემდგომ დავიწყე შეკვეთების მიღება და 5-6 თვე ვიმუშავე კედლებზე. შემდგომ ჩვენ გავიყავით და მე ცალკე გავაგრძელე.

დღეს მხატვრობის რა მიმართულებით ხართ დაკავებული?

დღესდღეობით, ვმუშაობ როგორც კედელზე, ისე – ტილოზე. საკმაოდ რთული გზა გავიარე, რომ ეს ყველაფერი მესწავლა, საღებავი მეყიდა… სხვა სამუშაოებზეც კი ვმუშაობდი, რომ არ ჩამოვრჩენილიყავი. უკვე ოფიციალურად, ხუთი წელია, რაც ტილოზე ვმუშაობ და მაქვს შეკვეთები, ასევე, ნელ-ნელა – კედლებზეც. ამ მხრივ, ჯერ მეცნობიან. მაქვს სურვილი, რომ შევქმნა ალბომი. რაც მეტი ნახატი მექნება, ბუნებრივია, მეტი ადამიანი გამიცნობს და შემოსავალიც მეტი იქნება.

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილმა ოთხ სახელმწიფოში საქართველოს ელჩების დანიშვნის განკარგულებებს მოაწერა ხელი

გიორგი მარგველაშვილმა ოთხ სახელმწიფოში საქართველოს ელჩების დანიშვნის განკარგულებებს მოაწერა ხელი

12 years ago
დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო… – 29 წლის ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო… – 29 წლის ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

1 year ago
“ჩემი პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება” – ხაზარაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

“ჩემი პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება” – ხაზარაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

3 years ago
ლევან დავითაშვილი იაპონელ მეღვინეებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი იაპონელ მეღვინეებს შეხვდა

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by