ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. ცხედრები სასაზღვრო ტერიტორიაზე მომუშავე ძალებმა იპოვეს.
შეტაკებები გრძელდება საზღვრისპირა ქალაქებში. IDF, რომელიც ჰამასის ობიექტებს ურტყამს, ამბობს, რომ 400-ზე მეტი ტერორისტი მოკლა.
ოჯახები უგზო-უკვლოდ დაკარგულ ახლობლებს ეძებენ. ჯამში, დაჭრილია 2048, ხოლო მძევლად აყვანილია ათობით ადამიანი, რომელთა რაოდენობაც ზუსტდება.