• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტარხუნის პესტო – 100 %-ით ნატურალური პროდუქტი ბიო მეურნეობა „კაია“-სგან

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ტარხუნის პესტო – 100 %-ით ნატურალური პროდუქტი ბიო მეურნეობა „კაია“-სგან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იმ ადამიანების დამსახურებით, რომელთაც აქვთ უნარი, სწორად გამოიყენონ არსებული რესურსი და შექმნან მაქსიმალური მოცემული პროდუქტით, მიიღება ჯადოსნური გემოები და არომატები, რომლებიც აქამდე არსად გაგვისინჯავს. სწორედ ასეთ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს ბიო მეურნეობა „კაია“. ეს გახლავთ პროდუქტი, რომელიც აქამდე არცერთი მაღაზიის დახლზე არ ყოფილა –  ტარხუნის პესტო, 100%-ით ნატურალური პროდუქტი საღებავების, კონსერვანტების, არომატიზატორებისა და გმო-ს გარეშე. უფრო დეტალურად, „თბილისი თაიმსს“ თამარ გულიაშვილი ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც ამ მიმართულებით ხართ დაკავებული?

ჩვენი პროდუქცია ბაზარზე 2023 წლის ივლისში გამოჩნდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ აუდიტორიაში, რომელთანაც ხმა სოციალური ქსელის საშუალებით მიგვიწვდება. პროდუქტის პოპულარობის მიზეზი მისი მაღალი ხარისხი, მისაღები ფასი და საუცხოო გემოვნური თვისებებია.

სიახლეებს ხშირად სთავაზობთ მომხმარებელს?

 ამ ეტაპზე ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ჩვენი ნაწარმის შესახებ, დააგემოვნოს და შეაფასოს ის. სამწუხაროდ, სიახლეებით ჯერ ვერ ვანებივრებთ, რადგან ბიო მოსავლის მოვლა, მოყვანა და გადამუშავება ძალიან დიდ დროს, შრომასა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. თუმცა, ცხადია, მუდმივად ვვითარდებით და ვცდილობთ, ახლო მომავალში გავაფართოოთ / გავამრავალფეროვნოთ ჩვენი წარმოებაც.

ამ მხრივ, კონკურენციას როგორ შეაფასებთ?

კონკურენციას არ ვუშინდებით, ტარხუნის პესტოს ქართულ ბაზარზე ანალოგი რთულად მოეძებნება. ცხადია, ჩვენს მაღაზიებში სოუსებისა და საწებლების ფართო არჩევანია და თითოეული მათგანი ძალიან გემრიელიცაა, თუმცა, ტარხუნას თითქმის არცერთი მათგანი არ შეიცავს, ეს ცოტა იშვიათი გემოა, ტარხუნა სეზონური და, ამასთან, საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, რთულია მისი შემცველი, თანაც ნატურალური საკვების ნებისმიერ დროს შეძენა (ასეთ ფასად) და დაგემოვნება.

ამ ეტაპზე, კონკრეტულ სიახლეზე თუ მუშაობთ?

დიახ, ვმუშაობთ ახალ პროდუქტზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახარებს ჩვენს მომხმარებლებს (პროდუქტის სახელს საიდუმლოდ დავტოვებთ). ვცდილობთ, ქართულ გემოებთან ვიმეგობროთ და ქართველი მომხმარებლის იმედები გავამართლოთ. გვჯერა, რომ ვიდრე წარმოების გაფართოებისა და ქსელურ მაღაზიათა დახლებზე მოხვედრის სახსრებს მოვიძიებთ, ჩვენს სავიზიტო ბარათად მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი დარჩება. ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლების შეფასება მთავარი მოტივაციაა, მადლობას ვუხდით ყველას კეთილი სიტყვისა და დადებითი გამოხმაურებისათვის. ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ბიო მეურნეობა „კაია“ სანდო სახელწოდებად დარჩეს და  იმედებიც არასოდეს გაგიცრუოთ. აგრეთვე, წარმატებებს ვუსურვებთ ყველას, ვინც გვგულშემატკივრობს და ქართულ საქმეს ემსახურება.

ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by