კახეთში მოკლული 14 წლის გოგოს შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აიტაჯმა სახლიდან გაქცევა სამჯერ სცადა, ერთხელაც კი მოახერხა სახლამდე მიღწევა. მაშინ დედამისმა უკან, ქმრის სახლში დააბრუნა…
მისი იძულებითი დანიშვნის მიზანი ბიჭის ოჯახის სიმდიდრე ყოფილა. აიტაჯის ოჯახს ერთ დროს მარნეულში ქირითაც უცხოვრიათ,“ – წერს სამოქალაქო აქტივისტი და არასრულწლოვნის ნიშნობის დღეს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.







