ხელვაჩაურში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი – ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ეწ. მახოს ხიდთან მოხდა – მანქანა ხიდიდან გადავარდა.
გამოცემა წერს, რომ არსებული ინფორმაციით, ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
ფოტო: აჭარის ტელევიზია






