უბედური შემთხვევა ახმეტაში – სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა.
35 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით ის კომპანია “მაგთიკომის” თანამშრომელი იყო და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო გამოგზავნილი. სავარაუდოდ, კოშკურა, საიდანაც ახალგაზრდა გადმოვარდა, ძლიერი ქარის შემდეგ დაზიანდა.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოების დროს, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს