• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ვერ ვითამაშე ლოგინად ჩავარდნილი დედის როლი და ვერ მაპატიეს” – ამბავი ქველმოქმედ ქალზე, რომლის ქალიშვილი ექსკურსიაზე გარდაიცვალა

2 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ვერ ვითამაშე ლოგინად ჩავარდნილი დედის როლი და ვერ მაპატიეს” – ამბავი ქველმოქმედ ქალზე, რომლის ქალიშვილი ექსკურსიაზე გარდაიცვალა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი “ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან” წარ­მო­გიდ­გენთ 51 წლის ლანა ბერ­ძე­ნიშ­ვილს თბი­ლი­სი­დან. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა მან ძალა არ და­კარ­გა და დღეს გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის სა­ხელ­ზე უამ­რავ სი­კე­თეს აკე­თებს.

ლანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ექ­სკურ­სი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის დე­დაა. გო­გო­ნა ლა­გო­დეხ­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად, იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ჩანჩქე­რის სწრაფ დი­ნე­ბა­ში შე­ვი­და და ნა­პირ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

“დე­დო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩვენს კულ­ტუ­რა­ში. იმის გამო, რომ ჩემს შვი­ლებს ვერ უგებ­დნენ, ტა­ლა­ხი ხში­რად მომ­ხვედ­რია. პირ­ვე­ლად, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის, სა­ლო­მეს აქ­ტი­ვიზ­მის გამო მეს­რო­ლეს ტა­ლა­ხი. მახ­სოვს, მა­შინ ჯავრს კი­ნა­ღამ გა­დავ­ყე­ვი. თან, სკო­ლა­ში პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ­დი და ისე მრცხვე­ნო­და იმ ხალ­ხის, ვინც დე­დო­ბა­სა და შვი­ლის გაზ­რდას მი­წუ­ნებ­და, სიკ­ვდილს ვნატ­რობ­დი. მერე სალო და­მიჯ­და და რა­ღა­ცებ­ზე სხვა თვა­ლით შე­მა­ხე­და. მივ­ხვდი, რომ ჩვენ შო­რის ერ­თა­დერ­თი ბა­რი­ე­რია – ის სხვა თა­ო­ბაა, მე – სხვა.

ძნე­ლია, უცებ გა­და­ა­ბი­ჯო იმას, რაც წლო­ბით მოგ­ყვე­ბა და ტრა­დი­ცი­ებს ვე­ძა­ხით, მაგ­რამ მცდე­ლო­ბა, ახა­ლი თვა­ლით შე­ხე­დო ამ გან­ვი­თა­რე­ბას, უკვე წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. მთა­ვა­რი შვი­ლის მოს­მე­ნა და მისი გა­გე­ბაა – მე მჯე­რა ჩემი შვი­ლი­სა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის. რო­გორც მე გავ­ზარ­დე სა­ლო­მე, ასე­ვე ცდი­ლობს ისიც ჩემს აღ­ზრდას და მეხ­მა­რე­ბა, ცხოვ­რე­ბას გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მზე­რით შევ­ხე­დო.ტა­ლა­ხი მე­ო­რედ სო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მეს­რო­ლეს, როცა ჩემი, რო­გორც დე­დის გლო­ვა, ხალ­ხის­თვის საკ­მა­რი­სად ტრა­გი­კუ­ლი არ გა­მოდ­გა.

სო­ფის “ჩემი სი­ბე­რის შვილს” ვე­ძახ­დი. ქმარს რომ გავ­შორ­დი და უფ­რო­სი შვი­ლე­ბი – სა­ლო­მე და საბა სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვიდ­ნენ, მე და სო­ფიმ მარ­ტო და­ვი­წყეთ ცხოვ­რე­ბა. ფი­ნან­სუ­რად რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­მიდ­გა – პე­და­გო­გის ხელ­ფა­სი მა­ღა­ლი არ არის და თან, არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­შიც უხელ­ფა­სოდ ცხოვ­რობ. ამი­ტომ, მე და ჩემს დას იდეა დაგ­ვე­ბა­და, ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია გაგ­ვეხ­სნა. ეს საქ­მე შე­ვის­წავ­ლე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­ი­გუ­ლე­ბი გა­მომ­დი­ო­და და ჩვენ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა­მაც მა­ლე­ვე გა­ა­მარ­თლა, თუმ­ცა იოლი გზა არ ყო­ფი­ლა – შუ­ა­ღა­მე­ზე მივ­დი­ო­დი ყვა­ვი­ლე­ბის ბა­ზარ­ში, ახა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი რომ მე­ყი­და, მა­ღა­ზი­ა­ში მიმ­ქონ­და, თა­ი­გუ­ლებს ვა­წყობ­დი და დი­ლით, სკო­ლა­ში გავ­რბო­დი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ხან­და­ხან ყვა­ვი­ლის ფო­თო­ლი ან ფა­სის მი­საკ­რა­ვი შე­მომ­რჩე­ბო­და პალ­ტო­ზე და მოს­წავ­ლე­ე­ბი მაც­ლიდ­ნენ.

ამ შრო­მის შე­დე­გად, ეკო­ნო­მი­კუ­რად ისე მოვძლი­ერ­დით, რომ მე და სო­ფიმ ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ვი­ჩი­ნეთ: ვყი­დუ­ლობ­დით საკ­ვებს, მე­გობ­რებ­ში სხვა­დას­ხვა ნივ­თებს ვაგ­რო­ვებ­დით, რო­მე­ლი­მე სო­ფელ­ში, ცენ­ტრის მა­ღა­ზი­ას­თან ჩა­მომ­სხდარ ად­გი­ლობ­რი­ვებს გა­მოვ­კი­თხავ­დით, ვის უჭირ­და იმ მი­და­მო­ებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, მივ­დი­ო­დით, არც კი გა­მოვ­ჩნდე­ბო­დით, ისე ვუ­ტო­ვებ­დით ნო­ბათს და უკან ვბრუნ­დე­ბო­დით.რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა, არა?! როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად გი­ხა­რია და ფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ლა­გე, შენც და შენი შვი­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლად და კარ­გად ხართ, მა­შინ გიმ­ტყუ­ნებს. სოფი 16 წლის იყო, როცა ექ­სკურ­სი­ის დროს, სკო­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, მო­ლაშ­ქრე­თა ურ­თუ­ლეს გზა­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა.

გა­სულ წელს, მე­თერ­თმე­ტე კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სკო­ლამ გა­და­წყვი­ტა, ბავ­შვე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­ეყ­ვა­ნა ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში. ისე­თი ლო­კა­ცია შე­არ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი გა­მოც­დი­ლი მო­ლაშ­ქრე­ე­ბის­თვი­საა, ამა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ინ­ჯე­რე­ბიც სა­უბ­რო­ბენ. ასეთ ად­გი­ლას, მხო­ლოდ სამი მას­წავ­ლე­ბე­ლი გაჰ­ყვა 18 ბავ­შვს. როცა ბავ­შვე­ბი ჩანჩქერ­თან და­ბა­ნაკ­დნენ, ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და – საკ­ვე­ბის მო­სა­ტა­ნად იყ­ვნენ წა­სუ­ლი. იმ საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, რაც ჩანჩქერ­ში ბა­ნა­ო­ბას შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და, ბავ­შვებს ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ და იქ არც ინ­სტრუქ­ტო­რი და მეთ­ვალ­ყუ­რე იყ­ვნენ. იმ ად­გი­ლას ჩანჩქე­რი ტბორს აკე­თებს, ზედ მდი­ნა­რე გა­და­ე­დი­ნე­ბა და ქვე­ვით სამ­მეტ­რი­ან წყალ­ვარ­დილს ქმნის. ამ წყალ­ვარ­დნი­ლის ბო­ლო­ში, მდი­ნა­რის ფსკერ­ზე, დიდი ლო­დია.

ტბორ­ში ბა­ნა­ო­ბი­სას, სოფი წყალ­ვარ­დნილს გა­დაჰ­ყვა, ლო­დის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, ჩანჩქე­რის ძა­ლამ გა­მო­სას­ვლე­ლი გზა ჩა­უ­კე­ტა და ვე­ღარ გა­მო­აღ­წია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან გა­ვი­გეთ, რომ ამ ლო­დის ქვეშ მოქ­ცე­ვის გამო, კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლა და ეს ად­გი­ლი, რო­გორც საფრ­თხის შემ­ცვე­ლი, ისეა მო­ნიშ­ნუ­ლი. იქ ბავ­შვე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და უფ­რო­სე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე აღ­მოჩ­ნდნენ. სოფი მე­ო­რე დღეს გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ალ­ბათ, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა იმის ახ­სნა, რას გა­ნიც­დის დედა ასეთ დროს. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი გლო­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქმას ვერ მო­ერ­გო და ასეთ მძი­მე დროს, ისევ ტა­ლა­ხის სრო­ლის სა­მიზ­ნე აღ­მოვ­ჩნდი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად უძ­ლებს და გა­მო­ხა­ტავს ტკი­ვილს. მე ვერ ვი­თა­მა­შე ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი დე­დის როლი, რომ­ლის ნახ­ვაც ასე უნ­დო­დათ და ვერ მა­პა­ტი­ეს, ფეხ­ზე რომ დავ­დე­ქი, რომ დავ­დი­ო­დი და კვლავ რომ დავ­ჯე­ქი სა­ჭეს­თან. სა­ზო­გა­დო­ე­ბას სუს­ტი­სა და და­ცე­მუ­ლის ნახ­ვა უფრო სჭირ­დე­ბა და მხო­ლოდ ასე­თე­ბი ეცო­დე­ბათ.

ერ­თის მხრივ, ხალ­ხი გე­უბ­ნე­ბა, რომ უნდა გა­მაგრდე, გამ­ხნევ­დე, ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლო, მაგ­რამ თუ გაძ­ლი­ე­რე­ბულ­სა და გამ­ხნე­ვე­ბულს და­გი­ნა­ხა­ვენ, იქვე წა­მო­გა­ძა­ხე­ბენ, რომ თურ­მე, შენი ბრა­ლია, რაც და­გე­მარ­თა, რომ მეტს იმ­სა­ხუ­რებ და დე­დად ვერ ივარ­გე. თით­ქოს, შენი შვი­ლი მათ უფრო უყ­ვარ­დათ.მახ­სოვს, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დი, როცა ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ქალ­მა, სო­ლი­და­რო­ბის ნაც­ვლად, და­წე­რა, რომ თურ­მე, ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­ლო­მეს აქ­ტი­ვიზ­მის გამო ღმერ­თმა და­სა­ჯა. მაგ­რამ “ადა­მი­ა­ნებ­შიც” მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი: იმ დღე­ებ­ში სწო­რედ მათ მომ­ცეს ძალა, ვინც თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და გამ­ხნე­ვე­ბის წე­რი­ლებს მწერ­დნენ, მათ შო­რის, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი.

შე­იძ­ლე­ბა, წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვთ, რო­გორ და­მეხ­მა­რა მათი თა­ნად­გო­მა იმ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში. სო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ინერ­ცი­ით ვცხოვ­რობ­დი. ჩემ­თვის ფე­ის­ბუ­ქი იყო ტკი­ვი­ლი­სა და რე­ა­ლო­ბის­გან გაქ­ცე­ვის შე­საძ­ლე­ბო­ბა – აქ მქონ­და სივ­რცე, სა­დაც მას პირ­ველ პირ­ში ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. „ფე­ის­ბუქ­ზე რა გინ­და, წადი, შენი შვი­ლი იგ­ლო­ვე!“; „დე­და­მი­სი სად ეგდო, ექ­სკურ­სი­ა­ზე ვერ წაყ­ვა და მი­ხე­და?!“ – ეს ის ფრა­ზე­ბია, ხში­რად რომ ვა­წყდე­ბო­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბას მი­ჩენ­და, ისევ იმ ფიქ­რთა ჯაჭვში მაბ­რუ­ნებ­და – ნეტა, ისე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ნეტა, ასე მომ­ხდა­რი­ყო, არ გა­მეშ­ვა, მეც გავ­ყო­ლო­დი… და ბო­ლოს, ეს ჯაჭ­ვი ერთ დიდ სი­ძულ­ვი­ლად იქ­ცე­ო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ – მე რა­ტომ ვი­ყა­ვი ცო­ცხა­ლი და სოფი კი, აღარ…სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ხში­რად და­მის­ვამს კი­თხვა – რა­ტომ ვე­ზი­ზღე­ბი ადა­მი­ა­ნებს? რა დავ­თე­სე ისე­თი, ამ­ხე­ლა სი­ძულ­ვი­ლი რომ და­ვიმ­სა­ხუ­რე? ან, რა­ტომ დამ­სა­ჯა უფალ­მა მა­შინ, როცა მეც და სო­ფიც სი­კე­თეს ვა­კე­თებ­დით და გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბო­დით. მერე ცოტა სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე ამ ყვე­ლა­ფერს – ღმერ­თმა შექ­მნა სამ­ყა­რო და ადა­მი­ა­ნებს უთხრა, მი­ხე­დეთ თავს და ერ­თმა­ნეთს გა­უფრ­თხილ­დი­თო.

ღმერ­თი არ არის დამ­სჯე­ლი ჯა­ლა­თი, რო­გორც ეს ადა­მი­ა­ნებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ის გვაძ­ლევს გო­ნე­ბას, რომ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ვუფრ­თხილ­დეთ რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ასე­ვე სხვა­საც. სოფი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას ემსხვერ­პლა.უკვე ერთი წე­ლია, ამ ტრა­გე­დი­ა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ვა­ყე­ნეთ სა­სა­მარ­თლო­ში. აქაც მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რო­გორ შე­მიძ­ლია, ცი­ხე­ში გა­ვუშ­ვა ადა­მი­ა­ნე­ბი, ეს ხომ შვილს ვერ გა­მი­ცო­ცხლებს?! ჩემ­თვის ეს ბრძო­ლა პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბი­თა და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, მე ნივ­თი არ და­მი­კარ­გავს, შვი­ლი დავ­კარ­გე და ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგონ. ერ­თმა ად­ვო­კატ­მა მკი­თხა, თუ დე­დას შვი­ლი ხე­ლი­დან გა­უსხლტა და მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, დედა უნდა და­ი­სა­ჯოს თუ არაო.

მე ვი­ტყო­დი, რომ კი, ასეთ დროს დე­დამ უნდა აგოს პა­სუ­ხი – როცა ვერ ამო­იც­ნობ საფრ­თხე­ებს და შვილს შე­საძ­ლო უბე­დურ შემ­თხვე­ვას ვერ აა­რი­დებ, ეს და­უ­დევ­რო­ბაა.ჩვენ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას მი­ვეჩ­ვი­ეთ, სა­დაც არა­ვინ არა­ფერ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მე ბავ­შვი სკო­ლას ჩა­ვა­ბა­რე, რო­მელ­მაც ისე და­გეგ­მა ექ­სკურ­სია, არ­ცერთ ეტაპ­ზე არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­ბი­ჯე­ბი არ და­უ­გეგ­მავს.

მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბი­სა, თუ სკო­ლა მა­ინც გა­და­წყვეტს ასეთ ად­გი­ლას წას­ვლას, მშობ­ლებ­მა ზედ­მი­წევ­ნით უნდა იცოდ­ნენ ამ რის­კე­ბის შე­სა­ხებ და თა­ვად გა­და­წყვი­ტონ, გაჰ­ყვნენ შვილს თან თუ სა­ერ­თოდ არ გა­უშ­ვან. რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რას უნდა ასა­კის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­ვა, ექ­სკურ­სი­ე­ბიც ასე­თი გათ­ვლე­ბით უნდა და­ი­გეგ­მოს. ჩემი მი­ზა­ნია, სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის და­წყე­ბით, შე­იქ­მნას ისე­თი პრე­ცენ­დენ­ტი, რო­მე­ლიც სხვებ­ში ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბას გა­ა­ჩენს და სხვა ადა­მი­ა­ნებს აა­რი­დებს მსგავს უბე­დურ შემ­თხვე­ვებს.

სო­ფის მამა

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რაც ქალს არ ეპა­ტი­ე­ბა, ის კა­ცის­თვის თა­ვი­სუფ­ლა­დაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ასე მოხ­და სო­ფის მა­მის შემ­თხვე­ვა­ში. 9 წლის იყო სოფი, როცა მა­მამ ქუდი და­ი­ხუ­რა და სახ­ლი­დან წა­ვი­და. თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას, ოჯახ­ში დიქ­ტა­ტო­რი იყო, თა­ვი­სუფ­ლე­ბას გვი­ზღუ­დავ­და, რამ­დენ­ჯერ მი­ფიქ­რია, რომ აი, ახლა ავ­დგე­ბი და წა­ვალ, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, მის სა­ხელს მოვფრ­თხი­ლე­ბო­დი. სა­ხე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ტი­რა­ნუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა, კარ­გი ჰქონ­და. მისი ცუ­დიც კი არა­ვის ეჯე­რა. ბო­ლოს, და­მას­წრო და თვი­თონ წა­ვი­და.

ქუ­ჩა­ში გას­ვლი­საც ძა­ლი­ან მრცხვე­ნო­და, მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლის სირ­ცხვი­ლით ვიწ­ვო­დი. ამ დროს სა­ლო­მე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და ეს სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა მო­მა­შო­რე­ბი­ნა. სო­ფის ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ენატ­რე­ბო­და მამა, რო­მე­ლიც მას იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობ­და. შე­მო­ვი­დო­და სახ­ლში და უცებ ბუ­ზღუ­ნით მე­ტყო­და – „დე­და­აა, მამა მო­მე­ნატ­რა!“, თუმ­ცა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო მისი საქ­ცი­ე­ლის გამო, ყუ­რა­დღე­ბას რომ არ აქ­ცევ­და – მა­მის ჯიბ­რზე, ჩემს გვარ­ზეც მო­ინ­დო­მა გად­მოს­ვლა. სო­ფის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გეთ, მა­მა­მი­სი იმ დღეს არ მო­ვი­და, ნას­ვა­მი ვარ და სა­ჭეს­თან ვერ დავ­ჯდე­ბიო.

სოფი ჩემ­თვის ცო­ცხა­ლი­ვი­თაა. რა­ღაც­ნა­ი­რად მშვი­დად ვარ. ვგრძნობ, რომ ახ­ლო­საა და სულ ვე­სა­უბ­რე­ბი. უფრო და უფრო ნაკ­ლე­ბად მა­დარ­დებს, რას იტყვის ხალ­ხი. სი­ტუ­ა­ცი­ებს წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე, ახლა რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და, რას მე­ტყო­და, რო­გორ გა­დაძ­ვრე­ბო­და ფან­ჯრი­დან და ნერ­ვებს ამიშ­ლი­და. ქველ­მოქ­მე­დე­ბას ისევ და­ვუბ­რუნ­დი. ახლა ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად სოფ­ლებ­ში მარ­ტო დავ­დი­ვარ.

ძა­ლას ისევ შრო­მა მაძ­ლევს. როცა ჩემი ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში უცხო შე­მო­ივ­ლის და სო­ფი­ზე და­მე­ლა­პა­რა­კე­ბა, მიკ­ვირს და მი­ხა­რია, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იც­ნობ­და ჩემს შვილს და უყ­ვარ­დათ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლე, წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბას ხელი რომ არ შე­ე­შა­ლა, ცხოვ­რე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ბევ­რს ვკონ­ტაქ­ტობ ახა­ლი სა­მე­ზობ­ლოს ბავ­შვებ­თან – კორ­პუ­სის ეზო­ში, ჩემი სახ­სრე­ბით გა­ვუ­კე­თე სა­ქა­ნე­ლე­ბი ასა­კის მი­ხედ­ვით, ქვი­შა და­ვუ­ყა­რე და ნა­გავ­საყ­რე­ლის­გან მინი რან­ჩო გა­ვა­კე­თე, ეთ­ნო­ე­ლე­მენ­ტე­ბით, სა­დაც ხში­რად მო­დი­ან და ფო­ტო­ებს იღე­ბენ. ბავ­შვებ­საც უხა­რი­ათ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან ცხო­ვე­ლე­ბი მყავს და ისი­ნიც სწავ­ლო­ბენ მათ სიყ­ვა­რულს. ახლა ოთხნი ვცხოვ­რობთ: მე, ნა­პოვ­ნი ცალ­თვა­ლა ფისო, შე­კედ­ლე­ბუ­ლი ცუგა მიმი და სო­ფის და­ტო­ვე­ბუ­ლი ძაღ­ლი – ბლე­ქი”.

ავ­ტო­რი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია

ფოტო: გედა დარ­ჩია

პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: გედა დარ­ჩია, ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ.

პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) და­ფი­ნან­სე­ბით. ამ­ჟა­მად, ახა­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და სტა­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით.

 

წყარო : ambebi.ge

ShareTweet

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპატრიარქოს წინ აქციას მართავენ

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპატრიარქოს წინ აქციას მართავენ

7 years ago
“კარფურსა” და “ნიკორაში” ეტიკეტირების წესის დარღვევები გამოვლინდა

“კარფურსა” და “ნიკორაში” ეტიკეტირების წესის დარღვევები გამოვლინდა

12 years ago
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა “აფხაზური პასპორტების” აღიარებას ითხოვს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა “აფხაზური პასპორტების” აღიარებას ითხოვს

3 years ago
“ჩვენ  უნდა  გავაუქმოთ  ყველა  მუნიციპალური  ნაგავსაყრელი” – ხათუნა ჩიკვილაძე

“ჩვენ უნდა გავაუქმოთ ყველა მუნიციპალური ნაგავსაყრელი” – ხათუნა ჩიკვილაძე

12 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by