• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

100 000 ევროდ გაყიდული ჩვილები და ტრეფიკინგის უმძიმესი ბრალდება – საქართველოდან საბერძნეთში წასული სუროგატი დედების საზარელი ისტორიები

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
100 000 ევროდ გაყიდული ჩვილები და ტრეფიკინგის უმძიმესი ბრალდება – საქართველოდან საბერძნეთში წასული სუროგატი დედების საზარელი ისტორიები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

100 000 ევროდ გაყიდული ჩვილები და ტრეფიკინგის უმძიმესი ბრალდება ექიმებს – დანაშაულის ადგილი კუნძული კრეტაა, თუმცა კვალი საქართველომდეც მოდის. საქართველოდან საბერძნეთში დონორად წასული სუროგატი დედები საზარელ ისტორიებს ჰყვებიან – ისინი მოატყუეს. ორსულობის პერიოდი უმძიმეს გარემოში გაატარებინეს, თანაც ისე, რომ აუკრძალეს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ეს ყველაფერი კი მხოლოდ 15 000 ევროს სანაცვლოდ.

სუროგატი ქართველი დედის აღსარება შემზარავია, თუმცა გერმანულ მედიაში გასული რეპორტაჟი სევდიან ამბავს არ ეხება. ამ თემით მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბერძენმა სამართალდამცველებმა კუნძულ კრეტაზე ჩვილებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა გაშიფრეს. კვალი კი საქართველომდე მივიდა.

„ყველაზე ცუდი იყო საცხოვრებელი გარემო. აქ ჩამოსვლის შემდეგ მთელი ორსულობის პერიოდში ვიმყოფებოდი მანიპულაციურ, კონტროლირებად გარემოში. მეკრძალებოდა სხვებთან კომუნიკაცია, მეგობრების ნახვა. თავს ვგრძნობდი მარტო, რაც ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია. საქართველოში მირჩიეს, რომ საბერძნეთში არსებობს ასეთი კლინიკა“, – ამბობს სუროგატი დედა, თამუნა.

გზა საქართველოდან საბერძნეთამდე ქართულ კლინიკაზე გადის – გამოძიების მასალებით, საქართველო შუამავალი რგოლია. ქართველ სუროგატ დედებს ბერძნულ კლინიკასთან სწორედ ქართველი ექიმები აკავშირებდნენ, სწორედ ამიტომ გამოძიება ქართული გვარებითაც ინტერესდება.

„კურიერი P.S.-მა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ექიმი მაია ჩაკვეტაძე, რომელიც საქმის მასალებში ფიგურირებს. მედიკოსი ბრალდებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მისი რეკომენდაციით კუნძულზე რამდენიმე ქალი ნამდვილად მოხვდა.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ქალებს არ სურდათ საქართველოში სუროგაცია და მე დავაკავშირე საბერძნეთის კლინიკას. ვეხმარებოდი მათ მხოლოდ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, თარგმნაში. მე საქართველოში ლეგალური კომპანია მაქვს, ვსაქმიანობ აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებში. ჩემი სახელი ნახსენებია ალბათ იმიტომ, რომ რამდენიმე ქალს, ვისაც აქ არ სურდა სუროგატი დედა გამხდარიყო, მივაწოდე ინფორმაცია, რომ საბერძნეთში არსებობს ასეთი კლინიკა. რა სარგებელს იღებდით? – არანაირი ფინანსური დაინტერესება არ მქონია“, – ამბობს მაია ჩაკვეტაძე.

ჩვილებით უკანონო ვაჭრობისა და ტრეფიკინგის მუხლით ბრალდება ბერძნული კლინიკის ხელმძღვანელობასა და ექიმებს უკვე წარედგინათ.

კუნძულ კრეტაზე ჩვილებით ვაჭრობის სავარაუდო სქემით საერთაშორისო მედიაც დაინტერესდა. პრესა წერს, რომ სუროგატი დედები მუდმივი ექსპლუატაციის ქვეშ იყვნენ.

გაყალბებული საბუთებით საბერძნეთიდან ჩვილების გაყვანა სავარაუდო დანაშაულის მხოლოდ ერთი ეპიზოდია. გარკვეულ შემთხვევებში უშვილო წყვილები მოტყუებული რჩებოდნენ და სუროგაციაში დიდი თანხის გადახდის მიუხედავად, ქვეყნიდან ახალშობილების გაყვანას ვერ ახერხებდნენ.

„გვეგონა, რომ საბერძნეთი უსაფრთხო ადგილი იყო, სადაც ჩამოსვლა შეგვეძლო, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. პრობლემა ის არის, რომ სუროგატთა ნაწილი უკან გაიქცა თავიანთ სამშობლოში, მომავალმა მშობლებმა შესაძლოა ვეღარც იპოვონ თავიანთი სუროგატი დედა. ხშირ შემთხვევაში ინფორმაციაც კი აღარ გვაქვს, არიან თუ არა ისინი ისევ ორსულად“, – ამბობს ორგანიზაცია Growing families-ის წარმომადგენელი სემ ევრიჰემი.

რა თანხას უხდიდა სუროგაციის უკანონო ქსელი ქართველ დონორებს? ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოდან კუნძულ კრეტაზე ჩასულ სუროგატ დედებს ანაზღარების სახით 15 ათას ევროს ურიცხავდნენ, თუმცა მათ ნაწილს შენგენის ზონაში ცხოვრების სამთვიანი ვადის გასვლის გამო სოლიდური ჯარიმები დაეკისრა.

წყარო: rustavi2.ge

ShareTweet

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

კახა კალაძე: ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას

კახა კალაძე: ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას

8 years ago
„ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება“ – რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი, კარლოტა სასამართლოს შემდეგ

„ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება“ – რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი, კარლოტა სასამართლოს შემდეგ

4 years ago
„ქალღმერთი საქართველოდან…“ – Victoria’s Secret-მა ოფიციალურ გვერდზე მატილდა გვარლიანის ფოტო და ვიდეო დადო

„ქალღმერთი საქართველოდან…“ – Victoria’s Secret-მა ოფიციალურ გვერდზე მატილდა გვარლიანის ფოტო და ვიდეო დადო

2 years ago
წალკის მუნიციპალიტეტში ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

წალკის მუნიციპალიტეტში ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

1 year ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by