ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 4. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.