თერჯოლაში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდები დაკრძალეს.
უბედურ შემთხვევას ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამი მოსწავლე – ელენე შუკაკიძე, ნინო კენჭოშვილი და ლიზი რობაქიძე ემსხვერპლნენ.
მათთან ერთად დაიღუპა არსენ რობაქიძეს, რომელიც გოგონების გადარჩენას ცდილობდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 მარტს მოხდა. ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.
მის დასახმარებლად ოთხი ადამიანი ჩავიდა, რომლებიც წყალმა გაიტაცა.