• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, April 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“პროკურატურის ვერსიითაც, ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად” – თამარ გუდავა:

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“პროკურატურის ვერსიითაც, ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად” – თამარ გუდავა:
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩემო მეგობრებო, განსაცდელით სავსე ურთულეს დღეებს გავდივართ!
უპირველესად მინდა უდიდესი ტკივილით სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახის მიმართ…  მინდა დედას თანავუგრძნო  და მისი მწუხარება გავიზიარო. ამ მდგომარეობაში შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი… აღმოჩნდა, რომ  ჩვენ ერთად ვართ ამ ომში და მიუხედავად იმისა, რომ ანანო ცოცხალი გადარჩა, ამ ბრძოლაში ორივე დამარცხებულები  ვართ! – ამის შესახებ აჭარის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თამარ გუდავამ სოციალურ ქსელში წერს.

“მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ, თქვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ჩემთვის ამ ძალიან რთულ დღეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში გაცილებით დიდი და ბევრია სიკეთე, ძალიან ცოტა – ბოროტება. თქვენს ამ სიყვარულს და მხარდაჭერას მე აუცილებლად დაგიბრუნებთ!

თითოეული თქვენგანის წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… როგორც დედას ერთადერთი რისიც მჯეროდა იყო ის, რაც ბრალდების მხარემაც დაადასტურა.  გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურის ვერსიითაც, ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად. ანანო მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ცუდად იყო, თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არჩილისთვის და იმ დროს მას არ უფიქრია საკუთარი თავის მიმართ რაიმე საფრთხეებზე. დანარჩენი დეტალები იცის ბრალდების და დაცვის მხარემ და მე როგორც დედას სასამართლოს სამართლიანობის და მიუკერძოებლობის იმედი მაქვს.
წლების განმავლობაში, მთელი ჩემი საქმიანობა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ძიებას და შექმნას ემსახურებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩართულიყო კულტურის სფეროში. ამ გზით მინდოდა მათი ინტერესების და ნიჭის მხარდაჭერა.

ამ განსაცდელმა და ტკივილმა, ჩემთვის ახალ რეალობაში, როგორც დედას სრულიად წარმოუდგენელი ახალი ფუნქცია დამაკისრა. ჩემი და ჩემი შვილის ამ ტკივილიან მდგომარეობაზე  მე დღეიდან ვისაუბრებ ღიად ყველგან,  ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც თანამედროვე რეალობაში ბევრი ცდუნების წინაშე დგანან. მჯერა, რომ სწორედ კონკრეტულ მაგალითებზე მუდმივი და პირისპირ საუბრებით შევძლებთ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ბოროტი სენისგან.

ახლა სიმართლის დადგენის მოლოდინში მე ჩემს შვილს ყველაზე მეტად ვჭირდები… დედა ვარ და მას ამ სენთან ბრძოლაში  ბოლომდე გავყვები…
ზოგიერთი ახლა ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირღებიდან” ნაკაშიძის დედას რომ ეუბნებიან იმ სიტყვებს მეტყვის:
…“პირველად ვხედავ საკუთარი შვილის სიმართლეში ასე დაჯერებულ დედას.
მეც ნაკაშიძის დედასავით ვუპასუხებ:

…“ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროთ, ან საღებავი გადაუსვათ, წაშალოთ და ზედ ახალი ფრესკა დახატოთ…“
ახლა დაუჯერებელ რეალობაში ახალი და დაუმარცხებელი ძალით მიწევს ცხოვრების გაგრძელება!  ამას მხოლოდ თქვენთან ერთად  შევძლებ! 🙏” – წერეს თამარ გუდავა.

ცნობისთვის, თამარ გუდავამ 2024 წლის 5 მარტს თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, პროკურატური ინფორმაციით,  “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს
ახალი ამბები

“ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით… ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო…” – ლიკა კუჭუხიძე

04/06/2026
„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე
ახალი ამბები

„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე

04/06/2026
“არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე
ახალი ამბები

“არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე

04/06/2026
„სოფელში ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ… არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე
ახალი ამბები

„სოფელში ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ… არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე

04/06/2026
“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს
ახალი ამბები

“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს

04/06/2026
ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს
ახალი ამბები

ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს

04/06/2026

კალენდარი

April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Mar    

სიახლეები

  • “ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით… ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო…” – ლიკა კუჭუხიძე 04/06/2026
  • „ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე 04/06/2026
  • “არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე 04/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In