• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 18, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია” – მისტიკური სოფელი საქართველოში

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია” – მისტიკური სოფელი საქართველოში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რე­ხას შე­სა­ხებ შე­საძ­ლოა ბევ­რს არც არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ. წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი, რო­გორც წარ­სულ­ში, ახ­ლაც თვალს მო­ფა­რე­ბუ­ლია. ამ სოფ­ლი­დან უახ­ლო­ეს სოფ­ლამ­დე უკაც­რი­ე­ლი მან­ძი­ლი 15 კი­ლო­მეტრზეა გაშ­ლი­ლი და ბორ­ცვე­ბი­სა და მდე­ლო­ე­ბის გარ­და, არც არა­ფე­რი შეგ­ხვდე­ბათ. სხვა­თა შო­რის, 1795 წელს აღა-მაჰ­მად-ხა­ნის რბე­ვას (10000 ქარ­თვე­ლი წა­იყ­ვა­ნა ტყვედ) ეს ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი გა­და­ურ­ჩა. ასე იყო რუ­სულ იმ­პე­რი­ა­შიც: რო­დე­საც რუ­სეთ­მა თრი­ა­ლე­თის გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბულ 48 სო­ფელ­ში ბერ­ძენ-სო­მე­ხე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა, მათ შო­რის ერ­თა­დერ­თი რეხა ინარ­ჩუ­ნებ­და ქარ­თუ­ლო­ბას. ამით ეს პა­ტა­რა სო­ფე­ლი ერ­თგვარ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ცენ­ტრა­დაც იქცა: ვინ აღარ მო­დი­ო­და და ცხოვ­რობ­და აქ: ბერ­ძნე­ბი, სომ­ხე­ბი, თურ­ქე­ბი, რუ­სე­ბი, ქურ­თე­ბი და ა.შ., მაგ­რამ რე­ხას ქარ­თუ­ლი ძირი ნედ­ლი რჩე­ბო­და. პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი “გა­და­ხარ­შა” და გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, მათ შო­რის თურ­ქუ­ლი ენის ზე­ო­ბაც, რო­მე­ლიც თურ­ქე­თი­დან უკან მობ­რუ­ნე­ბულ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ქარ­თვე­ლო­ბას მოჰ­ყვა. თურ­ქუ­ლად მო­სა­უბ­რე თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის ხსოვ­ნა დღემ­დე შე­მორ­ჩა გუ­ლი­კო სა­ბა­ძეს. ის ერ­თა­დერ­თია, ვინც რე­ხას მის­ტი­კურ ის­ტო­რი­ას სწავ­ლობს. გთა­ვა­ზობთ მას­თან ინ­ტერ­ვი­უს “კვი­რის პა­ლიტ­რის” არ­ქი­ვი­დან:

– ამ­ხე­ლა თურ­ქო­ბა­ში, მთე­ლი თრი­ა­ლე­თის დაც­ლის დროს, ერ­თა­დერ­თი სო­ფე­ლი რეხა არ და­ი­ცა­ლა, თა­ნაც იდენ­ტო­ბა შე­ი­ნა­ხა. შე­მო­სე­ვე­ბი­სას მო­სახ­ლე­ო­ბა­დაც­ლილ ნა­სოფ­ლა­რებ­სა და ხე­ვებს აფა­რებ­დნენ თავს, მერე კი უკან ბრუნ­დე­ბო­და. ამ სოფ­ლი­დან არი­ან ღვი­ნი­აშ­ვი­ლე­ბი, ვახ­ტან­გიშ­ვი­ლე­ბი, სა­ბა­ძე­ე­ბი, გო­გა­ლა­ძე­ე­ბი, ბა­კუ­რა­ძე­ე­ბი… 1830-იან წლებ­ში, რო­დე­საც რუ­სეთ­მა თურ­ქე­თი­დან სომ­ხე­ბი და ბერ­ძნე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა, მათ­თან ერ­თად სამ­ცხე­ში ქრის­ტი­ა­ნი, მაგ­რამ უკვე თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი ქარ­თვე­ლო­ბაც დაბ­რუნ­და. ისი­ნი სო­ფელ რე­ხა­ში და­სახ­ლდნენ. მათ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სას­წა­უ­ლის ძა­ლით ჰქონ­დათ შერ­ჩე­ნი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, ქარ­თუ­ლი აღარ ახ­სოვ­დათ. ამის გამო სო­ფელ­ში მე­ო­რე სა­სა­უბ­რო ენად თურ­ქუ­ლი იქცა. თით­ქოს ახ­ლაც ჩა­მეს­მის მათი უხუ­ცე­სე­ბის თურ­ქუ­ლი სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ღრმა და მწა­რე ფეს­ვე­ბი ჰქონ­და: სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ქარ­თვე­ლო­ბა ხომ ერ­დო­ი­ან-გვირ­გვი­ნი­ან სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­და, ანუ ერ­დო­ზე ოჯა­ხის ხმა­უ­რი მშვე­ნივ­რად ის­მო­და. ამით სარ­გებ­ლობ­დნენ თურ­ქე­ბი, ღა­მით მი­ე­პა­რე­ბოდ­ნენ, ერ­დო­ზე გაწ­ვე­ბოდ­ნენ და ოჯა­ხის სა­უ­ბარს უგ­დებ­დნენ ყურს.

თუკი ამ დროს ვინ­მე ქარ­თუ­ლად და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, მთელ ოჯახს მა­შინ­ვე ამო­წყვეტ­დნენ. ჩემი წი­ნა­პა­რი სა­ბა­ძე­ე­ბის სო­ფე­ლი სწო­რედ ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­ნახ­ვის­თვის ამო­ხო­ცეს თურ­ქებ­მა ერთ ღა­მე­ში. მათ­გან ჩემი წი­ნა­პა­რი სა­ბა­ძე­ე­ბი ბე­ბია ულუმ­პი­ას გა­და­ურ­ჩე­ნია, – არა­ვინ იცის, რო­გორ გა­მო­ა­პა­რა სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ღა­მით და ახალ­ცი­ხის სო­ფელ ხე­ოთ­ში შე­ა­ფა­რეს თავი. მერე კი, როცა მოძ­ლი­ერ­და, სო­ფელ­ში წმინ­და ბარ­ბა­რეს XVI სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სი­ას სამ­რეკ­ლო აუ­შე­ნა, წარ­წე­რით “ულუმ­პი­ამ აღა­შე­ნა”. დე­და­ჩე­მი ხში­რად ახ­სე­ნებ­და დიდ ბე­ბია ულუმ­პი­ას. მა­შინ ეს სა­ხე­ლი სხვა ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევ­და, ვფიქ­რობ­დი, ოლიმ­პია ხომ ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია, ალ­ბათ, ულუმ­პი­აც ბერ­ძე­ნი იყო და მეც ბერ­ძნუ­ლი სის­ხლი მაქვს-მეთ­ქი. რო­დე­საც ხე­ო­თის ეკ­ლე­სი­ის წარ­წე­რა ვნა­ხე, მა­შინ უკვე ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ტრა­გე­დი­ის სიღ­რმეც მთე­ლი ძა­ლით შე­ვიგ­რძე­ნი. შე­საძ­ლოა ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ჩემი სოფ­ლის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა. წლე­ბია ვიკ­ვლევ და რაც დრო გა­დის, უფრო და უფრო მიკ­ვირს, რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი გა­და­უ­ტა­ნია ამ ხალ­ხს. დრო რომ გა­ვი­და, იმ სამი ძმა სა­ბა­ძე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი სო­ფელ რე­ხა­ში ამო­სახ­ლდა, სა­დაც მეც და­ვი­ბა­დე. სა­ფიქ­რა­ლა­დაც კი ძნე­ლია, 48 სომ­ხურ და ბერ­ძნულ ოჯახს შო­რის ერ­თა­დერ­თმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ქარ­თვე­ლო­ბა. ძნე­ლია არ გა­ით­ქვი­ფო ამ­დენ ხალ­ხში: თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა მარ­ტო ბერ­ძნე­ბი და სომ­ხე­ბი, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას თურ­ქე­თი­დან ქურ­თე­ბი და თურ­ქე­ბიც ჰყავ­და ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი. მათი სოფ­ლე­ბი რე­ხის მიმ­დე­ბა­რედ იყო. ქურ­თებ­მა და თურ­ქებ­მა თრი­ა­ლეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ თქვეს უარი, რად­გან რუ­სეთ­მა ისე­თი­ვე გა­და­სა­ხა­დე­ბი და­უ­წე­სა, რო­გორც სხვა ხალ­ხს. არ ვიცი, რა მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­სა და მათ შო­რის, რა­ტომ არ უნდა ჰქო­ნო­დათ გა­და­სა­ხა­დე­ბი, მაგ­რამ ასე კი იყო. მათ­მა და­უ­ბეგ­რა­ო­ბამ დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ბერ­ძენ­თა და სო­მეხ­თა სოფ­ლებ­ში.

ეს უზარ­მა­ზა­რი ქვა წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის ძეგ­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მო­ცეკ­ვა­ვე ქალი – ე.წ. რე­ხის ურჩხუ­ლი, ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლის აზ­რით, ეს წარ­მარ­თო­ბის დრო­ინ­დე­ლი წმინ­და ად­გი­ლია

 

რე­ხა­ში ქრის­ტემ­დე 3 ათა­სი წლის ციკ­ლო­პუ­რი ცი­ხე­ე­ბია ტო­ნი­ა­ნი ქვე­ბით მშრა­ლად ნა­შე­ნი. მეტ­საც გე­ტყვით, 2002 წელს აქ მკვლე­ვარ­მა ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვილ­მა ქვა­ზე ე.წ. რე­ხის ურჩხუ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა და კვლე­ვაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. “ურჩხუ­ლი” ნას­კას უდაბ­ნო­ში აღ­მო­ჩე­ნილ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს უახ­ლოვ­დე­ბა. ესე იგი, ამ მან­ძი­ლე­ბით და­შო­რე­ბულ ხალ­ხს ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და, რო­მელ ეპო­ქა­ში – პე­რუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის ასა­კად ქრის­ტეს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 1800 წე­ლია ნა­ვა­რა­უ­დე­ბი. ვინ იცის, ამ ათას­წლე­უ­ლებ­ში აქ ხალ­ხმა რა გა­ი­ა­რა.

XIX სა­უ­კუ­ნის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ილია ალ­ხა­ზიშ­ვი­ლი რე­ხე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ისე აღ­წერს, ტი­რი­ლი მო­გინ­დე­ბა: “გა­ვი­ა­რეთ მდი­ნა­რე ქცია და ვი­პო­ვეთ აქ ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი რეხა, რო­მელ­შიც 160 კომ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა ასახ­ლია. გა­მე­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, სულ არა­რა­ო­ბას, წამ­ლად ხომ დარ­ჩე­ნი­ლა ქარ­თვე­ლო­ბა წალ­კა­ში, მაგ­რამ ისე თქვე­ნი მტე­რი და და­მა­წყე­ვა­რი და­ღონ­დეს, რო­გორც მე ამ რე­ხე­ლე­ბის ნახ­ვამ და­მა­ღო­ნა. აჰა, შენი ნაფ­ლე­თე­ბი მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლო სა­ქარ­თვე­ლო!

რე­ხე­ლებ­მა ქარ­თუ­ლი საყ­ველ­პუ­როდ ძლივ­სღა იცი­ან და ამა­თაც ღვიძ­ლი დე­და­ე­ნის, ქარ­თუ­ლის მა­გი­ერ დე­დი­ნაც­ვლად თათ­რუ­ლი ენა გახ­დო­მი­ათ. მღვდე­ლი ბერ­ძე­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში ბერ­ძნუ­ლად სწი­რავს. თუმ­ცა თვი­თო­ნაც არ ეს­მის, რასა სწი­რავს, რად­გან ბერ­ძნუ­ლი ლა­პა­რა­კი არ იცის, ეს მღვდე­ლი სა­ხა­რე­ბა­საც კი უთარ­გმნის თა­ვის მრევლს ბერ­ძნუ­ლი­დან თათ­რუ­ლად და ქა­და­გე­ბა­საც თათ­რულ ენა­ზე ამ­ბობს, რად­გან რე­ხე­ლებ­მა არც ერთი სი­ტყვა არ იცი­ან ბერ­ძნუ­ლი. მღვდელ­მაც ქარ­თუ­ლი არ იცის, ამი­ტომ აღ­სა­რე­ბა­საც თათ­რულ ენა­ზე ეუბ­ნე­ბი­ან”. გა­გარ­ძე­ლეთ კი­თხვა

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“
ახალი ამბები

პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“

05/17/2025
მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა
ახალი ამბები

მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა

05/16/2025
“ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ
ახალი ამბები

“ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ

05/16/2025
დადასტურდა ინფორმაცია, რომ მანქანას, რომელიც მტკვარში გადავარდა, რასაც ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, სხვა მანქანა შეეჯახა უკნიდან – დაკავებულია ერთი ადამიანი
ახალი ამბები

დადასტურდა ინფორმაცია, რომ მანქანას, რომელიც მტკვარში გადავარდა, რასაც ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, სხვა მანქანა შეეჯახა უკნიდან – დაკავებულია ერთი ადამიანი

05/15/2025
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა | ბიძგები ანკარაშიც იგრძნობოდა
ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა | ბიძგები ანკარაშიც იგრძნობოდა

05/15/2025
“უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა… მისი ცხედარი იპოვეს, ახლა გიგას ძებნა გრძელდება” – რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები
ახალი ამბები

“უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა… მისი ცხედარი იპოვეს, ახლა გიგას ძებნა გრძელდება” – რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები

05/15/2025

კალენდარი

May 2025
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Apr    

სიახლეები

  • პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“ 05/17/2025
  • მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა 05/16/2025
  • “ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ 05/16/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In