• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ე.წ. “ბანანის” საქმე ბათუმში – არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ე.წ. “ბანანის” საქმე ბათუმში – არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით  4 მოზარდი, სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.

კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით “ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ  ჩაიცვა.

ამასთან, ბრალდებულმა  ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.

სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს.

დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კატარღაზე მყოფ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

საინტერესო

ვარშავაში წმ. მღვდელმოწამე  გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

ვარშავაში წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

6 years ago
ბარაკ ობამა: „ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოებ არ იგეგმება“

ბარაკ ობამა: „ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოებ არ იგეგმება“

13 years ago
თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

10 years ago

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”: „თბილისს ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება“

13 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by