თურქეთში, სტამბოლის ცენტრში ღამის კლუბში ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია და მომხდარზე დაიწყო გამოძიება.
სტამბოლის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი 16 სართულიანი შენობის პირველ სართულზე, სავარაუდოდ სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.