• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ყოფილი ცოლი კუკიის სასაფლაოზე აიყვანა და თასმით დაახრჩო – ნიკა ლაჩაშვილს 18 წელი მიუსაჯეს

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
ყოფილი ცოლი კუკიის სასაფლაოზე აიყვანა და თასმით დაახრჩო – ნიკა ლაჩაშვილს 18 წელი მიუსაჯეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი სასტიკი მეთოდით მოკლა, ახლა სასჯელის შემსუბუქებას სააპელაციო სასამართლოში ელოდება. 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისი, თემქის დასახლება, დაახლოებით ღამის 11:00 საათი. ნიკა ლაჩაშვილი ყოფილ ცოლს, 27 წლის მარიტა მაზიაშვილს, სახლში აკითხავს და ავტომობილით კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მიჰყავს. კონფლიქტი ყოფილ მეუღლეებს შორის ლაჩაშვილის ავტომობილში იწყება. 31 წლის კაცი ჩხუბის დროს ქალს კაპიუშონის თასმას ყელში უჭერს და ახრჩობს.

დამნაშავე ცხედარს ავტომობილის საბარგულში დებს და გლდანში, საკუთარ კორპუსთან ავტომობილში ტოვებს, რადგან მანქანა უფუჭდება და უფრო საიმედო სამალავის ძებნას ვერ ახერხებს. მეორე დღეს დამნაშავე მანქანას ქირაობს, დაღამებას ელოდება, ცხედარს ნაქირავებ ავტომობილის საბარგულში ათავსებს და გლდანის ციხის მიმართულებით მიდის.

უმძიმესი დანაშაულის, ცხედრის გადამალვის პროცესი ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერამ გადაიღო. “კურიერი P.S.-ის” მოპოვებულ ჩანაწერში ჩანს, როგორ ცდილობს მამაკაცი ტელეფონის განათებით ხევში ჩასვლას. სავარაუდოდ ამ დროს, ლაჩაშვილმა ცხედარი ბუჩქებში დამალა, შემდეგ კი გლდანში, საკუთარ ბინაში დაბრუნდა. მარიტას ძებნა კი არასრულწლოვან შვილთან და ახლობლებთან ერთად დაიწყო. უმძიმეს დანაშაულამდე ერთი დღით ადრე, ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. მარიტა მაზიაშვილმა ყოფილ ქმართან ჩხუბზე მეგობარსაც უამბო.

ნახეთ კადრები სიუჟეტში ⇓

მას შემდეგ, რაც გაუჩინარებული 27 წლის ქალის ძებნაში პოლიცია ჩაერთო, კვალი ნიკა ლაჩაშვილამდე მივიდა. 2-ჯერ უარყო, მესამე არაოფიციალური გამოკითხვის დროს კი, ლაჩაშვილმა დანაშაული ერთ-ერთ პოლიციელს გაუმხილა. მისი აღიარება ფარულად ჩაიწერეს. “კურიერი P.S.-მა” ეს აღიარება მოიპოვა. ამის შემდეგ, არც გამომძიებლებთან და არც სასამართლოში, ნიკა ლაჩაშვილს დეტალებზე აღარ უსაუბრია, მხოლოდ იმას ადასტურებდა, რომ ყოფილი ცოლი მან მოკლა.

სწორედ ამ ფარული აღიარების შემდეგ მიიყვანა დამნაშავემ გამომძიებლები ცხედრის სამალავთან, სადაც მას ხელბორკილი დაადეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის მკვლელობის მომენტში შეზღუდული შერაცხადი იყო – ეს გახდა მთავარი გარემოება, რის გამოც მოსამართლემ მძიმე დანაშაულში ბრალდებულს შედარებით მსუბუქი სასჯელი – 18 წელი მიუსაჯა. საბრალდებო მუხლი კი, 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

ნიკა ლაჩაშვილი დედამ ციხეში რამდენიმე დღის წინ მოინახულა. მსჯავრდადებულმა მშობელს უთხრა, რომ დანაშაული ღირსების აღდგენის მიზნით ჩაიდინა. დედა იხსენებს, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ და მისთვის მომხდარი დაუჯერებელი იყო.

აღიარება და მონანიება – ნიკოლოზ ლაჩაშვილი ახლა 18 წლიანი სასჯელის შემსუბუქებას სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე მოტივით ითხოვს.

საპირისპირო მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის პროკურორმა.

27 წლის მარიტას 11 წლის გოგონა დარჩა, ბავშვი დეიდასთან და ბებიასთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს. “კურიერი P.S.” მათ დაუკავშირდა. მძიმე ამბის გახსენება არ ისურვეს, თუმცა გვითხრეს, რომ მარიტას მკვლელისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ. მოკლულის ოჯახი ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც ნიკა ლაჩაშვილის საქმის განხილვას უახლოეს კვირებში დაიწყებს.

ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by