• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი: “ერთად დავდგეთ ამ ახალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში”

13 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გიორგი მარგველაშვილი: “ერთად დავდგეთ ამ ახალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

d0def27a1b3f02551199e57c2c62861eგასულ წელს თავისუფალი, დემოკრატიული პროცესის შედეგად, ჩვენ შევძელით დემოკრატიის კონსოლიდაცია, პოსტსაბჭოთა ეპოქის დამთავრება და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება. მაგრამ, თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს ქართულ ღირებულებებს და ქართულ ტრადიციებს. მოსაფიქრებელი ბევრი არაფერი გვაქვს – უბრალოდ უნდა მივუბრუნდეთ საკუთარ თავს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

“სულ მალე ჩვენს სამშობლოში ახალი წელი შემოაბიჯებს. მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული.
ხაზგასმით მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვისაც ახლა განსაკუთრებით უჭირს; მომავალი წელი მათთვის დახმარების წელი უნდა იყოს.
მინდა მივულოცო იმ ხალხს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება. მომავალი წელი მათი სამშობლოში დაბრუნების წელი უნდა იყოს.
მსურს განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს. მათი თავდაუზოგავი და გმირული შრომის შედეგად ჩვენ დღეს მშვიდად გვძინავს.

მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩვენ უნდა შევძლოთ წარსულის ტკივილის გადალახვა და ახალი ხედვით ახალი საქართველოს აშენება.

ჩემო მეგობრებო,
გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო ქართული დემოკრატიისთვის. გასულ წელს თავისუფალი, დემოკრატიული პროცესის შედეგად, ჩვენ შევძელით დემოკრატიის კონსოლიდაცია, პოსტსაბჭოთა ეპოქის დამთავრება და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება. მაგრამ, თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს ქართულ ღირებულებებს და ქართულ ტრადიციებს. მოსაფიქრებელი ბევრი არაფერი გვაქვს – უბრალოდ უნდა მივუბრუნდეთ საკუთარ თავს.

ქართველი თავისუფლებაზეა ორიენტირებული. ქართული კულტურა მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის კულტურაა. ქართველი კაცი ინდივიდუალისტია, მაგრამ, ამავე დროს, გვაერთიანებს ლოზუნგი – “ძალა ერთობაშია”.

სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ახალი სულის შთაბერვით უნდა შევქმნათ ახალი ქართული, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო. სწორედ ასე, დაუღალავი შრომით, იმ ფასეულობების ერთგულებით, რომლებიც წარსულთან გვაკავშირებს და უხილავ ხიდებს აბამს მომავალთან, უნდა შევქმნათ თანამედროვე ქართული სახელმწიფო – ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ.

მე ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას. მოგიწოდებთ, რომ ერთად დავდგეთ ამ ახალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!”,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

01.01.14

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში

ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში

8 years ago

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

11 years ago
“ამოცანა გვეკითხება: რამდენი ადამიანი ეტევა 9 ათას კვადრატულზე? – აბა, მარტივი IQ ტესტი” – ნინო წილოსანი

“ამოცანა გვეკითხება: რამდენი ადამიანი ეტევა 9 ათას კვადრატულზე? – აბა, მარტივი IQ ტესტი” – ნინო წილოსანი

2 years ago
ვინ არის 19 წლის გოგო, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ვინ არის 19 წლის გოგო, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

3 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by