პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ადგილზე ბევრი ადამიანი იყო და ისინი იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, თუმცა კვლავ უკან ბრუნდებიან.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები ადგილზე არ გამოჩენილან და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ არც გაფრთხილება განუხორციელებიათ. ისინი პარლამენტის კარის მიღმა იმყოფებიან და იქიდან უპირისპირებენ მოქალაქეებს სპეციალურ საშუალებებს.