სტამბოლს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯევად ზარიფი, მას ჯერ სტამბოლის ჩირაღანის სასახლეში მიღება მოუწყო თავისმა თურქმა კოლეგამ აჰმეტ დავუთოღლუმ და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს, ხოლო შემდეგ ზარიფი დოლმაბაჰჩეს სასახლის ოფისში მიიღო პრემიერმა ერდოღანმაც და ძირითადი ყურადღება დაუთმეს მეზობელ სირიაში და ერაყში მიმდინარე პრობლემებს.
დავუთოღლუმ და ზარიფიმ ერთობლივად მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადეს რომ, მხარეებმა განიხილეს ასევე თურქეთის პრემიერმინისტრის ერდოღანის მომავალ დღეებში ირანში სტუმრობის და ირანის პრეზიდენტის რუჰანის თებერვალში ანკარაში ვიზიტის დეტალებიც.
“ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ მარტის თვეში თურქეთ-ირან-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ერთობლივი შეხვედრის ჩატარების თაობაზეც”, განაცხადეს დიპლომატებმა.
06.01.14