ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელმა პატრიკ შიკმა, რომელმაც საქართველოს გოლი გაუტანა, კომენტარი გააკეთა.
„დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის საკმარისი არ არის. ჩვენ გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ ხელი შეგვიშალა. შემდეგ პენალტი გავუშვით და ეს ჩვენზე კარგად არ აისახა. გამარჯვება გვეკუთვნოდა,“ – განაცხადა შიკმა.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა მატჩში 10 ბურთი მოიგერია და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.






