• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

Screenshot

გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა – შემთხვევა კლინიკა “გორმედში” მოხდა. დაღუპულია 30 წლის მაგდა ბალიაშვილი.

სიკვდილის მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ.

“ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და წავიდა სახლში. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდაო, რაღას უყურებთო.არაფერი არ უთქვიათ, ვერ გაიგეს თვითონაც. ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სისხლს რომ უღებდნენ ვენას ვეღარ პოულობდნენ. ” ამბობს გარდაცვლილის დედა.  

გარდაცვლილს ახალშობილის გარდა, 4 წლის შვილი დარჩა.

“კლინიკამ გვითხრა თავიდან თრომბი არისო, მერე არ აღმოჩნდა თრომბი, ფარული სისხლდენააო, კუჭის წყლული ხო არ ჰქონდაო. მე ვუთხარი კუჭი არ ტკიებიათქო. არც კი იკადრეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს და იმან მითხრა, რომ აპარატიდან უნდა გამორთონ აზრი აღარ აქვსო. “ ამბობს დაღუპული ქალის მეუღლე, ამირან გოგინაშვილი. 

მომხდარზე განცხადებას ავრცელებს  ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახური, სადაც ნათქვამია, რომ პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს  და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.

კლინიკა აღნიშნავს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც. მათივე ცნობით, ნაყოფი გადარჩა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გორმედში ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელსაც გაასაჯაროებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.

,,გორმედში” მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ.  პაციენტი გორმედის სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით.

მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.  უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც.

საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი;  ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში.)

ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა პაციენტისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის შემოწმება და არანაირი ხარვეზი არ გამოვლინდა.

ამ ეტაპზე კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებს და ექნება შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

გორმედის სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.

,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას. ” ნათქვამია კლინიკის განცხადებაში. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები პოლიციამ უკვე გამოკითხა.

მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოც.

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

სიმბოლურია 9 წლის თავზე მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია   – ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში – კობახიძე

5 years ago

თბილისთი ავტოსაგზაო შემთხვევას ფოტოხელოვანი ემსხვერპლა

13 years ago

უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

9 years ago
ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

5 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by