• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 31, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!” – ბიძინა ივანიშვილი

2 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
“პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!” – ბიძინა ივანიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს რა­დი­კა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში – პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­მარ­თლებთ კო­ლექ­ტი­ურ “ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გამო!,- ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ოზურ­გეთ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მუდ­მი­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბი­სა და ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას აფერ­ხებს.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ “ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რით, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხელთ ჰქონ­დეს ყვე­ლა ბერ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და გა­მარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს-წყო­ბი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის“.

“მო­გე­სალ­მე­ბით, გუ­რუ­ლე­ბო! მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს კუ­თხე­ში მცხოვ­რებ, ნა­თე­ლი გო­ნე­ბის, ენა­მოს­წრე­ბულ, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე, ღირ­სე­ულ და თა­ვი­სუ­ფალ ხალ­ხს! ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში გუ­რუ­ლებს რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი გაქვთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ეს არა­ვის ეს­წავ­ლე­ბა. თქვე­ნი და თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სწავ­ლუ­ლო­ბა და ალღო მრა­ვალ­ჯერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა.

თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ სწო­რედ ამ კუ­თხის შვი­ლე­ბი ხართ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­საყ­რდე­ნი.

ასე იყო წარ­სულ­შიც, რო­დე­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე გუ­რუ­ლებ­მა, გა­ბე­დეს და ანექ­სი­ის მი­უ­ხე­და­ვად, გუ­რი­ის რეს­პუბ­ლი­კა გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ მა­მაც­მა ხალ­ხმა თა­ვად აიღო ხელ­ში სა­კუ­თა­რი ბე­დი­სა და მო­მავ­ლის მარ­თვა და გა­მო­ავ­ლი­ნა თქვენ­თვის ასე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ნიჭი.

ასე იყო 1918 წლის 26 მა­ისს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა შე­იქ­მნა – სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უმე­ტე­სო­ბა ხომ გუ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტზე ხელ­მომ­წერ­თა შო­რი­საც ხომ გუ­რუ­ლე­ბი ჭარ­ბობ­დნენ?!

ვიცი, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და მის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი მუ­დამ თქვენს საზ­რუ­ნავს შე­ად­გენ­და და შე­ად­გენს. ეს და­ამ­ტკი­ცეთ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­შიც, რო­დე­საც ჩვე­ნი ხალ­ხის ყოფ­ნა-არ ყოფ­ნის სა­კი­თხი წყდე­ბო­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხვა­ლინ­დე­ლი დღის აღა­რა­ვის სწამ­და, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­ულ კუ­თხე­ში სა­ყო­ველ­თაო ნი­ჰი­ლიზ­მი სუ­ფევ­და, რად­გან იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის – “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მი ტე­რორ­ში ამ­ყო­ფებ­და სა­კუ­თარ ხალ­ხს. 12 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გარ­წმუ­ნებ­დით, რომ თქვე­ნი ნდო­ბის და მხარ­და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თად და­ვას­რუ­ლებ­დით მო­ძა­ლა­დე რე­ჟიმს და იმ სი­ღა­ტა­კეს, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტა­ცებ­ლუ­რი ბუ­ნე­ბის გამო, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გუ­რი­ა­ში სუ­ფევ­და.

გე­მახ­სოვ­რე­ბათ ისიც, რომ წლე­ბი გა­დი­ო­და, მაგ­რამ თქვენს და­ლოც­ვილ მხა­რე­ში არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და, უტიფ­რად იმე­ო­რებ­დნენ – გუ­რია ლა­მა­ზი, თუმ­ცა ღა­რი­ბი კუ­თხე­აო, მაგ­რამ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის შე­საც­ვლე­ლად თითს-თით­ზე არ აკა­რებ­დნენ. მე­ტიც, იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხეს, რომ სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბით გან­თქმუ­ლი გუ­რუ­ლე­ბი სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში აცხოვ­რეს, გულ­ღია, სი­ცო­ცხლით სავ­სე ხალ­ხს მო­მავ­ლის იმე­დი და რწმე­ნა და­უ­კარ­გეს.

რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, პირ­ვე­ლად 12 წლის წინ შეგ­ხვდით და შეგ­პირ­დით, რომ ჩემს პო­ლი­ტი­კურ გუნდთან ერ­თად, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ­დი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლი­ლი­ყო, რომ გლე­ხის ნაშ­რო­მი და­ფა­სე­ბუ­ლი­ყო, ქარ­თულ პრო­დუქტს ფასი დას­დე­ბო­და და ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე კვლავ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ჩვენს მი­წა­ზე, ჩვე­ნი ხალ­ხის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი მო­სა­ვა­ლი.

ამას გარ­და, ბუ­ნე­ბის მიერ უხ­ვად და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ამ კუ­თხის პო­ტენ­ცი­ა­ლი ჩემ­თვის იმ­თა­ვით­ვე ცხა­დი იყო – გუ­რი­ას არა­ფე­რი აკ­ლდა სა­ი­მი­სოდ, რომ აქ არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბო­და.

დღეს გუ­რია ბევ­რად უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე 12 წლის წინ. ადა­მი­ა­ნის შრო­მა მე­ტად ფას­დე­ბა, გუ­რი­ის კუ­რორ­ტე­ბი არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი, არა­მედ უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბია, ბევ­რად უკე­თაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რა­შიც, პი­რა­დად, ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნე, რად­გან ყო­ველ­თვის მწამ­და და მწამს გუ­რი­ის და გუ­რუ­ლი ხალ­ხის უნი­კა­ლუ­რო­ბის!

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მიღ­წე­უ­ლი მთე­ლი რიგი წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა თქმა უნდა, შე­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ და მო­მა­ვალ­შიც, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა ყვე­ლა თქვენ­გან­მა, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­რძნოს.

თუმ­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბის პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი! გუ­რუ­ლებს მშვი­დო­ბის ფასი არ გეს­წავ­ლე­ბათ. თქვენ ის ხალ­ხი ხართ, ვინც ღვი­ნის სამ­შობ­ლო­ში, ქარ­თულ სუფ­რა­ზე, საკ­რა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ღვი­ნით, პირ­ვე­ლად სწო­რედ მშვი­დო­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს წარ­მოთ­ქვამთ.

მშვი­დო­ბას რა ფასი აქვს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ამ კარ­გად გვას­წავ­ლა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი არ­ნა­ხულ მსხვერ­პლზე მივ­დი­ო­დით და სი­ცო­ცხლის ფა­სად, ია­რა­ღით ხელ­ში ვი­ცავ­დით ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის, ჩვე­ნი ხალ­ხის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბას.

მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა მკა­ფი­ოდ დაგ­ვა­ნა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს­მა წარ­სულ­მაც, იმ ტრა­გი­კულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, რაც ჩვენს სამ­შობ­ლო­ში 90-იან წლებ­ში დატ­რი­ალ­და და 2008 წლის ომმა, და­ნა­შა­ულ­მა, რო­მელ­ზეც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი!

ამის სა­პი­რის­პი­როდ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც, ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში, ქვე­ყა­ნას 12 წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბა მო­უ­ტა­ნა!

ყვე­ლა, ვი­საც გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ერ­თხმად ვთან­ხმდე­ბით, რომ დღეს, იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­თა წი­ნა­შეც სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის ფონ­ზე დგას, მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თუმ­ცა, ფაქ­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჯერ კი­დევ თა­ვი­სუფ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბენ რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მელ­საც არა­თუ მშვი­დო­ბა არ სურს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და და აკე­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორ­მე, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში ჩა­ით­რი­ოს.

კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­თა სამ­სა­ხურ­ში დგას და ეს უკვე არა­ერ­თხელ დამ­ტკიც­და.

ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, რომ ეს ძალა და მის­თვის და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის რე­ა­ლურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გე­ნენ!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი გუ­რუ­ლე­ბი ამას თა­ვა­დაც კარ­გად ხე­დავთ.

და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მუდ­მი­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბი­სა და ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას აფერ­ხებს.

ამი­ტო­მაც, 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს რა­დი­კა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. და არა­თუ უნდა დას­რულ­დეს, დღის წეს­რიგ­ში უნდა დად­გეს რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბის სა­კი­თხი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც მათ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩა­ი­დი­ნეს და რა­მაც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და სა­ქარ­თვე­ლოს ორი ის­ტო­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნი დაგ­ვა­კარ­გვი­ნა. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­მარ­თლებთ კო­ლექ­ტი­ურ “ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გამო!

სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია! უფ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, რომ ჩვენს შვი­ლებს, ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას ჯან­სა­ღი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე და­ვუ­ტო­ვოთ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უწევ­დეს არ­ჩე­ვა­ნი ომსა და მშვი­დო­ბას, უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტებ­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ პო­ლი­ტი­კურ გუნდს შო­რის და არ­ჩე­ვანს კარ­გსა და უკე­თესს შო­რის აკე­თებ­დეს.

ამი­ტო­მაც, 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, ისე­ვე, რო­გორც 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს!

პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რით, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხელთ ჰქონ­დეს ყვე­ლა ბერ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და გა­მარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს-წყო­ბი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის.

და თქვენს მხარ­და­ჭე­რა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, პი­რა­დად გაძ­ლევთ პი­რო­ბას, მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით, კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ – იქ­ცე­ვა რე­ა­ლო­ბად ქვეყ­ნი­სა, ასე ძა­ლი­ან რომ გვიყ­ვარს, ქვეყ­ნი­სა, რო­მე­ლიც არის და იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვად გან­სა­ზღვრავს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ბედს და მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გარ­და, არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას, უკარ­ნა­ხოს, რა არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გი, რისი უნდა გვწამ­დეს და რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით უნდა ვი­ცხოვ­როთ!

ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­დავ­ჭრათ პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც, ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის სა­ხით, უდი­დეს საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი რწმე­ნი­სა და შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ვინ უნდა და­ა­ყე­ნოს ეჭვქვეშ ქარ­თვე­ლი დე­დის დე­დო­ბა და ქარ­თვე­ლი მა­მის მა­მო­ბა. ვე­ღა­რა­ვინ უნდა ბე­დავ­დეს ცხოვ­რე­ბის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი წე­სის პრო­პა­გან­დას, რაც დღეს უკონ­ტრო­ლოდ მო­ე­დი­ნე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ მარ­თუ­ლი მე­დი­ი­დან. გა­სულ­მა წლებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მე და ჩემი გუნ­დი ვართ გა­რან­ტი სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მაგ­რამ არ და­ვუშ­ვებთ, რომ აგ­რე­სი­ულ­მა უმ­ცი­რე­სო­ბამ თუნ­დაც ვერ­ბა­ლუ­რად იძა­ლა­დოს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე.

ის­ტო­რი­უ­ლად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი იყო გუ­რუ­ლე­ბი­სათ­ვის. თქვენ დიდი ღვაწ­ლი გაქვთ სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში. ამ მხრივ, ახ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტი გვიდ­გას – ჩვენ ნე­ბის­მი­ერ დროს მზად უნდა ვი­ყოთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით აღ­სად­გე­ნად. მმარ­თველ გუნდს ამი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცია სჭირ­დე­ბა. გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ მიერ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მან­და­ტი არის სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ერთი ხმა.

სწო­რედ ამი­ტომ, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სჭირ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რად­გან ჩემ მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კი­თხე­ბი – დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი აგენ­ტუ­რის გა­სა­მარ­თლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა, ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაც­ვა და მზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად სწო­რედ რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გა­სულ დღე­ებ­ში, ჩვენ გა­გა­ცა­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ვგეგ­მავთ და იქვე აღ­ვნიშ­ნეთ, რომ იყო კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რომ­ლის შე­სა­თან­ხმებ­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვე­სა­ჭი­რო­ე­ბო­და. მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და გვინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ კი­დევ ერთი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლად ამა­ყობს, ერთი მხრივ, რე­ლი­გი­უ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ით და მე­ო­რე მხრივ, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც, მა­მულ­თან და ენას­თან ერ­თად, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­ფუძ­ვე­ლია. ისიც კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ არ წყდე­ბა თავ­დას­ხმე­ბი მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ზე, რისი მი­ზა­ნიც სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს იდენ­ტო­ბის შერ­ყე­ვაა. აქვე ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 1995 წლი­დან მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩა­ნა­წე­რი რე­ლი­გი­ი­სა და ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ სა­თა­ნა­დოდ არ ასა­ხავს იმ როლს, რო­მელ­საც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ას­რუ­ლებს.

იმი­სათ­ვის, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბი­სა და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი კი­დევ უფრო გამ­ყარ­დეს და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ჩა­ნა­წერ­მა არ­სე­ბუ­ლი სი­ნამ­დვი­ლე უფრო ზუს­ტად ასა­ხოს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს თვითმყო­ფა­დო­ბის საყ­რდე­ნის მი­სია მკა­ფი­ოდ აი­სა­ხე­ბა. აგ­რეთ­ვე ხაზი გა­ეს­მე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში.

რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია სრუ­ლად გა­ნამ­ტკი­ცებს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს.

მად­ლო­ბა გვინ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ ეკ­ლე­სი­ას, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს, მღვდელმთავ­რებს ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­და­ჭე­რის­თვის, ისე­ვე, რო­გორც, სა­ზო­გა­დოდ, იმ წვლი­ლის­თვის, რო­მე­ლიც მათ სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბის დაც­ვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში შე­აქვთ.

ძვირ­ფა­სო გუ­რუ­ლე­ბო! თქვე­ნი შემ­ხედ­ვა­რე მტკი­ცედ მჯე­რა, რომ და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ და ერ­თად შევ­ქმნით ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თეს მო­მა­ვალს!

ჩემო გუ­რუ­ლე­ბო, მო­გი­წო­დებთ, თქვე­ნი, ჩვე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ის მრა­ვა­ლი ხმა, ის პო­ლი­ფო­ნია, თქვენს გა­სა­ო­ცარ კრი­მან­ჭულ­ში რომ ის­მის, გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ და 26 ოქ­ტომ­ბერს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ღე­რად ვაქ­ცი­ოთ!“,- გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ShareTweet

ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?
ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
„არასოდეს გამოიყენოთ ვარდისფერი ჰიმალაის მარილი საკვებში…“ – არუნ ხათრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„არასოდეს გამოიყენოთ ვარდისფერი ჰიმალაის მარილი საკვებში…“ – არუნ ხათრი მიმართვას ავრცელებს

05/25/2026
მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს – რა ინფორმაცია ვრცელდება
ახალი ამბები

მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს – რა ინფორმაცია ვრცელდება

05/25/2026

საინტერესო

“აგროფეისი” სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ერთ სივრცეში აქცევს

“აგროფეისი” სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ერთ სივრცეში აქცევს

6 years ago
გარემოს ეროვნული სააგენტო – დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება

მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

8 years ago
ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

7 months ago
“დღეს ჩვენ გვყავს უკვე დაფინანსებული და ქონების კომპონენტით მოსარგებლე ჯამურად 160-ზე მეტი საწარმო”

“წლევანდელი წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 354 მილიონი დოლარია”

10 years ago

ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, ინდოელი სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს. ფაქტზე შინაგან...

Read moreDetails
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026
  • “მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე? 05/25/2026
  • ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი 05/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by