ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია.
ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან არიან ჩართულნი.
ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია, ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.
ცეცხლის კერები დასახლებიდან მოშორებით ფიქსირდება.
წყარო : „პრაიმტაიმი”