• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

40 წლის კაცი შვილის თვალწინ სასიკვდილოდ სცემეს, თემურ გოგიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა – დაკავებულია 4 ახალგაზრდა

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
40 წლის კაცი შვილის თვალწინ სასიკვდილოდ სცემეს, თემურ გოგიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა – დაკავებულია 4 ახალგაზრდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მკვლელობა არაფრის გამო – ასე შეიძლება ვუწოდოთ ფაქტს, რომელსაც 43 წლის თემურ გოგიშვილი ემსხვერპლა. 2 შვილის მამა სასიკვდილოდ უცნობმა ადამიანებმა არასრულწლოვან შვილთან და ნათესავთან ერთად სცემეს. ის ადგილიდან ტვინის მძიმე დაზიანებით, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში წაიყვანეს – 29 დღიანი კომის შემდეგ კი გარდაიცვალა. “კურიერი პიესმა“ მძიმე დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მოიპოვა, კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ახალგაზრდა კაცს და მის თანმხლებ ბავშვებს.

12 აგვისტო, სოფელი ორბეთი – თემურ გოგიშვილი 2 არასრულწლოვანთან, შვილთან და ნათესავთან ერთად, კიკეთიდან თონეთში, სტუმრად მიდის. გზად ორბეთში მაღაზიასთან ავტომობილს აჩერებს და პროდუქტს ყიდულობს. სალაროსთან მისული გოგიშვილი ამჩნევს, რომ მას აკვირდებიან, ამის შემდეგ უცნობ კაცთან საუბარს იწყებს.

გოგიშვილი, მისი თანმხლები არასრულწლოვნები და უცნობი კაცი, მარკეტს მშვიდი საუბრით ტოვებენ, საუბარი შენობის მიღმა გრძელდება. რამდენიმე წუთში, სიტყვიერი კამათი ჩანს. არასრულწლოვნები და ადგილზე მყოფი ერთი მამაკაცი ვითარების განმუხტვას ცდილობენ, თუმცა ჩხუბში მოულოდნელად სხვები ერთვებიან და თემურ გოგიშვილს გამეტებით ურტყამენ. ურტყამენ მამის დასაცავად მისულ არასრულწლოვნებსაც.

კაცი, რომელიც თემურ გოგიშვილს მარკეტიდან მიჰყვება, რაჟდენ სუბელიანია. ეს კი გიორგი ბექაური, მისი ნაცნობი ან მეგობარი, ის გოგიშვილს მოულოდნელად თავს ისე ესხმის, რომ ვითარებაში გარკვევასაც არ ცდილობს. მამაკაცს ცემით ძირს აგდებს და ამის შემდეგ ბავშვზე ძალადობს. ამ დროს, წაქცეული კაცი წამოდგომას ახერხებს, შვილის დასახსნელად მიდის, თუმცა ადგილზე კიდევ სხვა პირები ჩნდებიან. თავდამსხმელები კიდევ ერთხელ უსწორდებიან თემურ გოგიშვილსაც და მის თანმხლებ არასრულწლოვნებსაც. ჩხუბში ჩართული კიდევ ორი პირი ადგილობრივები – ოთარ სარდლიშვილი და ზვიად შამფრიანი არიან.

საბედისწერო ღამეს გონებადაკარგული თემურ გოგიშვილი სასწრაფომ ადგილიდან დაახლოებით 21 საათსა და 28 წუთზე თბილისში, კლინიკაში წაიყვანა. ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა ნაცემი კაცი 29 დღიანი კომიდან არ გამოსულა და გარდაიცვალა.

ამასობაში გამოძიებამ 4 დამნაშავის ვინაობა დაადგინა. სამი დააკავეს, ინციდენტის წამომწყები რაჟდენ სუბელიანი კი, რომელიც შემთხვევის ბოლომდე ადგილზე იყო, იმ დღის მერე არავის უნახავს. ზვიად შამფრიანს, ოთარ სარდლიშვილს და გიორგი ბქაურს კი, ხელბორკილი მომხდარიდან მალევე, გამოკითხვის შემდეგ დაადეს.

“კურიერი პიესმა“ გიორგი ბექაურის დაკავებამდე, მისი გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ის მომხდარს დეტალურად აღწერს და არ მალავს, რომ თემურ გოგიშვილს პირველმა დაარტყა.

ეს აღიარება ახლა ძალაში აღარ არის. მას შემდეგ რაც ბრალდებულებს არასრულწლოვნებზე ძალადობის და თემურ გოგიშვილის სხეულის მძიმე დაზიანების ბრალი ჯგუფური მუხლით წარუდგინეს, გიორგი ბექაურმა დუმილი აირჩია.

საქმის კიდევ ერთი მონაწილე ოთარ სარდლიშვილიც დუმილს ირჩევს. ოთხი ფიგურანტიდან სამს შამფრიანის გარდა, ნაცემი კაცის გარდაცვალების შემდეგ, ბრალი დაუმძიმდათ.

რაც შეეხება რაჟდენ სუბელიანს, მასზე ძებნაა გამოცხადებული. კონფლიქტის წამომწყების ადვოკატმა კომენტარზე უარი გვითხრა. “კურიერი პიესმა“ გაარკვია, რომ მას საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავს, შესაბამისად სავარაუდოდ საქართველოში იმალება.

მარკეტში, სადაც ყველამ ყველაფერი იცის, “კურიერი პიესს“ არაფერი უთხრეს. ჩვენს მიერ მოპოვებული კადრებიც ამ სუპერმარკეტის კამერებმა გადაიღეს. დეტალებზე საუბარს ორბეთელებიც გაურბიან.

გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე, ჯერ უცნობია. გამოძიება გრძელდება და დეტალურად სწავლობს ვიდეოჩანაწერებსაც. უკვე არსებული მასალებით, პროკურორი ბრალდებულების გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

სასჯელი, რომელიც ბრალდებული 4 პირიდან 3-ს ემუქრება 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის განხილვა 22 ნოემბერს დაიწყება.

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

პედაგოგიური განათლების რეფორმის განხორციელება დაიწყო

10 years ago
საქართველოს საჯარო სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება

საქართველოს საჯარო სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება

12 years ago
მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს – თალაკვაძე ფრენებზე

მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს – თალაკვაძე ფრენებზე

3 years ago
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by