თბილისის მეტროში მომხდარზე, რა დროსაც, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, დღეს, საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“, მგზავრს ხელი ჰკრეს, რომელიც ლიანდაგში ჩავარდა. ის ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.






