• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ავტობანზე დავინახეთ ორმოც წლამდე კაცი და ორსული ქალი…“ – აკა სინჯიკაშვილი სავარაუდო თაღლითობის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ავტობანზე დავინახეთ ორმოც წლამდე კაცი და ორსული ქალი…“ – აკა სინჯიკაშვილი სავარაუდო თაღლითობის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქველმპოქმედი აკა სინჯიკაშვილი სავარაუდო თაღლითობის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს და ჰყვება ისტორიას, რომელიც ბევრს უკვე ეცნო:

„ასეთი ამბების დამალვა არ შეძლება და ყველა ძალიან ყურადღებით იყავით!

მე და დათიკო მოვდიოდით ჭიათურიდან და ავტობანზე დავინახეთ ორმოც წლამდე კაცი და ორსული ქალი. ქალს უკვე დიდი მუცელი ჰქონდა და წელში მოხრილს, ორივე ხელი ზედ ჰქონდა შემოხვეული.

გავუჩერეთ, რა თქმა უნდა და ჩავისვით. გოგო მოვიკითხეთ – მეთქი რამე ხომ არ გაწუხებთ, ან ექიმი ხომ არ გჭირდებათ, ან სად მიდიხართ, პირდაპირ იქ მიგიყვანთ…

გოგო გაფითრებული იჯდა და ისევ კაცმა ამოიღო ხმა – სვანი კაცი ვარო, მესტიელი. ქალი ექიმთან მყავდა თბილისში და ბავშვზე ცუდი ამბები გვითხრესო. აბა ისევ თბილისისკენ რატომ მიდიხართ მეთქი ვკითხე და – საავადმყოფოში ორასი ლარით მეტი გადაგვახდევინეს, გზის ფული არ დაგვრჩა და ზუგდიდის „მარშუტკის“ მძღოლმა გზაში ჩამოგვსვაო. თბილისში ბიძაშვილთან დავრჩებით, საჭმელს მაინც გვაჭმევსო. რა დაგვემართა ხომ ხვდებით, სისხლი გაგვეყინა, მართლა. ბანკის ბარათი არ მაქვსო და იქვე რაც რამე გვქონდა, ყველაფერი ამოვიღეთ და მივეცით. ამით მეთქი მესტიაში ჩადით, ამით წამლები იყიდეთ, ამით საჭმელი იყიდეთ. კომუნალურების ნომერსაც ვართმევდით, მეთქი ჩვენ გადაგიხდით.

კაცი არ გვართმევდა თავიდან, ძალიან მრცხვენიაო, მერე გამოგვართვა ყველაფერი, დიდი მადლობა გადაგვიხადა, ნომერი ჩაიწერა და ბედნიერმა გვითხრა, ახლა მე მივხედავ ჩემს ცოლსო.

მოვდივართ და ვითომ კაი საქმე ვქენით და რაღაცა ეჭვი გვჭამს მაინც რა.

ჯერ ერთი, მესტიელის კილოს, დედამიწაზე ყველა არსებული კილოსგან ვარჩევ და მსგავსი არაფერი ჰქონია.
ზუგდიდის კი არა, დედამიწაზე არცერთი „მარშუტკის“ მძღოლი, ორსულ ქალს უფულობის გამო გზაზე არ ჩამოსვამს. რომც ჩამოსვას, მგზავრები არ მისცემენ საშუალებას.

მერე, რაღაცა ლარიანი კომედი ზარი გააკეთა ტელეფონით, ხმამაღალზე ჩართო და ვიღაც ტიპმა უთხრა, ხომ იცი, ძმაო, მართლა არ მაქვს, თორემ ვიცი რა დღეშიც გყავს ცოლი და ბავშვიო.

მაგრამ ქალი მართლა ორსულად იყო, დავაკვირდით და სახითაც, ტანითაც და ყველაფრით ორსულად იყო და მეთქი არ ვიდარდოთ და იმ მუცელში რომ ზის, იმ ბავშვის საჩუქარი და ჯანმრთელობა იყოს ყველაფერი, რაც მივეცით. თან რანაირი საქმეა, ასე ადგე და კაცს ორსული ცოლის გვერდით უთხრა – აფერისტი ხარო.

რა თქმა უნდა, ვერ მოვისვენე და კარგად გამოვიკითხე ეს ამბავი და იცოდეთ –
ეს ნაბ###ი აფერისტი კაცი, ზოგჯერ მარტო დგას, ზოგჯერ ორსულთან ერთად და ზოგჯერ ბავშვთან ერთად. თითქმის ერთი და იგივე ამბავს ჰყვება ყველასთან და რამხელა ფულს ახევს დღეში ყველას, აზრზე არ ხართ.

ვინმეს აუცილებლად შეგხვდებათ და რომელიმე თუ გაგაჩერათ, იქვე მიულეწეთ კბილები.

რამდენმა ალბათ თავისი ბოლო კაპიკები მისცა, რამდენმა თავის შვილებს მოაკლო და ამ ახვარს გაუვსო ჯიბე. ორსულების და ბავშვების გამოყენებისთვის, სვანების შეურაცხყოფისთვის უბრალოდ იმისთვის, რომ ასეთი ძაღლის გაჩენილია, ორივე ყური ზედვე აახიეთ და არ გააჭაჭანოთ არც ავტობანზე და არცერთი სოფლის გზაზე“, – წერს სინჯიკაშვილი.

ShareTweet

ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა
ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ახალი ამბები

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026

საინტერესო

“სააკაშვილი არის მატყუარა, რომელიც პასუხს არაფერზე აგებს” – უკრაინის შსს-ს მინისტრი

11 years ago
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

მსოფლიოში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

4 years ago
საქართველოს ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები ეწვივნენ

საქართველოს ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები ეწვივნენ

11 years ago
ეკატერინე გალდავა- გუდაურში წყალი ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდება, ბაკურიანში კი, 20-მდე სასტუმროს აქვს პრობლემა

ეკატერინე გალდავა- გუდაურში წყალი ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდება, ბაკურიანში კი, 20-მდე სასტუმროს აქვს პრობლემა

7 years ago

ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის მორიგი, 75-ე ეტაპი ჩატარდა. ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები - 710 ბავშვი, კათოლიკოს-პატრიარქმა მონათლა....

მეტის ნახვაDetails
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026
  • ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა 11/16/2026
  • „ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by