• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„შევცბი… გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ? გაოგნებული მიყურებდა. მითხრა, თქვენ არ იცნობთო. თურმე, ჩემი შვილის დაღუპვის ამბავს ყვებოდა…“ – აგვისტოს ომის გმირის ამბავი

11 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„შევცბი… გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ? გაოგნებული მიყურებდა. მითხრა, თქვენ არ იცნობთო. თურმე, ჩემი შვილის დაღუპვის ამბავს ყვებოდა…“ – აგვისტოს ომის გმირის ამბავი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

17 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

რუსლან წულაძე – აგვისტოს ომის გმირი

„გააფთრებული ებრძოდა შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს. იმ დღეს დედამ არ იცოდა, რომ შვილი უკვე აღარ ჰყავდა… დილით, შინიდან გამოვიდა – ეკლესიაში მიდიოდა.

დედა: „მეზობლები სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, თურმე, ყველამ იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი“.

დედა ავტობუსში ავიდა, მის უკან ზურგით მეზობლის გოგონა იჯდა და თანასოფლელს უყვებოდა, სამი ძმანი რომ არიან, იმათგან ერთი მოუკლავთო.

დედა: „შევცბი. იმ გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ-მეთქი, გაოგნებული მიყურებდა. მერე მითხრა, თქვენ არ იცნობთ, ოზურგეთში ცხოვრობსო. თურმე, ჩემი შვილის სიკვდილის ამბავს ყვებოდა“.

დედა ტაძარში შევიდა. ყველა მას უყურებდა და ტიროდნენ.

დედა: „გამიკვირდა. ვიფიქრე, ქვეყანაში ომია და ყველა დაძაბულია-მეთქი. მეც ავტირდი… თურმე, ჩემს შვილს დასტიროდა ხალხი ტაძარში!“

ტაძრიდან გამოსულმა დედამ მეუღლეს მიაკითხა სამსახურში.

მეუღლე იქ არ დახვდა…

დედა: „გამიკვირდა, ცუდად ვიგრძენი თავი. იქვე მეზობლის ბიჭი ვნახე და ვთხოვე ქვიანში, ჩვენს სოფელში ავეყვანე“.

დედა შინ დაბრუნდა და მიხვდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს…

რუსლან წულაძე 1983 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ლანჩხუთში. ლიდია ინშუნა და ვალერი წულაძე სამ ვაჟკაცს ზრდიდნენ…

დედა: „რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან… საოცრად მოსიყვარულე იყო.

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი სიკეთე და ძალა ყველას ეყოფოდა. მშვიდი და გაწონასწორებული იყო, უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა… უსაქმოდ არასდროს იჯდა, ყოველთვის რაღაცით იყო დაკავებული. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო… სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ მოვიდა მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა… წავიდა და სთხოვა სიმინდში გაგვიცვალეო… სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა… იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე, რომ გაიხდიდა დაკეცავდა და კოხტად დადებდა… რომ ჰკითხავდნენ ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და „კიო“ პასუხობდა… კითხულობდა წიგნებს იარაღზე, სამხედრო ტექნიკაზე, ყველაფრის ცოდნა უნდოდა…“

ნიგოეთის სკოლა დაამთავრა, შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. შემდეგ კვლავ სოფელში დაბრუნდა. სამი თვის შემდეგ კი პოლკოვნიკი გია ჭელიძე ნახა შემთხვევით.

დედა: „შინ რომ მოვიდა მითხრა, გადავწყვიტე კონტრაქტი დავდო და ჯარში დავბრუნდეო. მეორე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა, გამნაღმველი იყო, სერჟანტი… ძალიან კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით, ერთხელ მითხრა, – მე ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარულის გამო ვაკეთებო. რუსლანს უსაზღვროდ უყვარდა საქართველო… როცა ვკითხავდი, სიბერემდე ჯარში დარჩენას ხომ არ აპირებ – მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, სანამ საჭირო იქნება იქ დავრჩებიო… ცოლის მოყვანა უნდოდა. შეყვარებული ჰყავდა, მაკა ერქვა. ხშირად ამბობდა ბევრი შვილი მინდა მყავდესო… მაკა დღესაც მეხმიანება, მკითხულობს… მასაც ჩემს შვილად მივიჩნევ. 21 ნოემბერს აპირებდა ქორწილის გადახდას, არ დასცალდა…“

დედა გაიხსენებს რომ 20 ივნისს, შინ ათდღიანი შვებულებით ჩასული შვილი, გაუთავებლად ქორწილზე და… ომზე ლაპარაკობდა.

დედა: „გავბრაზდი, სულ ომს რატომ ახსენებ-მეთქი… გაეცინა, პასუხი არ მოუცია… მოგვიანებით კი მითხრა, დე, ომი რომ დაიწყოს, შენ ისეთი ხარ, იქ ჩამომაკითხავ და ძებნას დამიწყებ, იქაურობას აიკლებ, ‘რუსლანჩიკ, შვილო სად ხარო“… ძმები იცინოდნენ, მე ხმა არ ამომიღია, არ მომეწონა ეს ხუმრობა…. შინიდან რომ გადიოდა, ვურჩიე, ლამაზი შავი ზედატანი რომ გაქვს, ის ჩაიცვი-მეთქი. გახედა, გამოხედა ამ ზედატანს და მე გამომიწოდა, ეს შენ გქონდეს, გამოგადგებაო… არ მომწონდა მისი საქციელი… სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა ეს შენ ატარეო…. ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი, იმ დღეს მისი საქციელით ნაწყენი ვიყავი და უგულოდ გადავსახე პირჯვარი. გამომხედა ნაღვლიანი თვალებით… არასოდეს დამავიწყდება ის თვალები… 5 აგვისტოს დამირეკა, პოლიგონზე მივყავართ სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო… ომი რომ დაიწყო შიშმა ამიტანა… 9 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო, მკაცრი ხმით მითხრა. უცებ აფეთქების ხმა გავიგე, ისევ მომატყუა, წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო… მას შემდეგ სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი…. არ მეგონა თუ რამე მოუვიდოდა….”

რუსლან წულაძის გამოსვენება 17 აგვისტოს მოხერხდა უწმინდესის ძალისხმევით… დედამ არ ისურვა შვილის ცხედრის ნახვა… უნდოდა ისეთი ხსომებოდა, როგორიც იყო – სიცოცხლით სავსე…

დედა: „შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე, როცა მოვკვდები მინდა, რომ გულზე დამაყარონ… მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ იყო აბიბინებული, იმ ადგილას სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა… სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო… სული მტკივა ჩემი შვილის არყოფნის გამო… ადრე სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა პირიქით, მინდა ვიცოცხლო დიდხანს და ბევრი რამე გავაკეთო მისთვის… ჩვენი სოფლის ცენტრში, მემორიალი დაუდგეს ჩემს შვილს. მინდა პატარა სამლოცველო ავაშენო რუსლანის სახელზე, სადაც ყველა დაღუპული გმირის მოგონებას შეძლებს ხალხი. ყველა დაღუპულ ჯარისკაცს მინდა მოვეფერო. ისინი ღმერთთან არიან. მინდა ყველა შვილმკვდარ დედას ვუთხრა, რომ გამაგრდნენ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში…“

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

„ვეფხისტყაოსნის“ ახალი გრაფიკული გამოცემის პრეზენტაცია 30 ივნისს გაიმართება

„ვეფხისტყაოსნის“ ახალი გრაფიკული გამოცემის პრეზენტაცია 30 ივნისს გაიმართება

7 years ago
კახა კალაძე: ჩვენ ტაქსით მომსახურებას არ ვაძვირებთ, უბრალოდ სერვისს ვაუმჯობესებთ

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსებს ქიმწმენდის ვაუჩერებს ისევ დაურიგებენ

7 years ago
შსს-ს სსიპ „112“ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სამ პროექტს ნერგავს

შსს-ს სსიპ „112“ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სამ პროექტს ნერგავს

10 years ago
რა რეგულაციები დაუწესდებათ ტაქსის მძღოლებს?!

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასო საპარკინგე ადგილები, ტაქსის მანათობლები და სარეკლამო ადგილები გამოეყოფათ

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by