დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შუა ხნის კაცმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს













