საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე.
საუბარი ასევე შეეხო იანვრის ბოლოს, საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს.
17.01.14