• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, November 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

3 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“დღეს სოცქსელში ყველას შეუძლია დაწეროს რაღაც მორალისტური, ისეთ თემებზეც კი, რომელთანაც, მხოლოდ ვირტუალური შეხება აქვს.

ბექა მინდიაშვილს, მის თანამოაზრეებს და დამცველებს წინასწარ ვთხოვ, ქართველების სიყვარულსა და ვაჟკაცობაზე, მორალის კითხვას აქ ნუ დამიწყებენ, რადგან მე კარგად ვიცი რას ნიშნავს ქართველი ჯარისკაცის მნიშვნელობა და მის გადასარჩენად გაწეული რისკი.
2008 წლის 15 აგვისტოს შინდისის შეტაკებაში გადარჩენილი ჯარისკაცები, ჩემი გამოყვანილია, მამა ნეოფიტესა და მამა საბასთან ერთად.

აქ გრძლად არ მოვყვები ამ ამბავს, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოკუპანტთა სამი სამხედრო ბლოკპოსტი, გადატენილი იარაღის ქვეშ, ალალბედზე გავიარეთ და გადამალული დაჭრილი ბიჭები ასე მივიყვანეთ გორის ჰოსპიტალში. ჯვარი მწერია, არავის არ ვამადლი, რადგან ასჯერ რომ გახდეს საჭირო ეს, ისევ ასე მოვიქცევი, უბრალოდ ნუ ჩაერევით კომენტარებში იმ კატეგორიის ადამიანები, ვინც მაშინაც და ეხლაც მხოლოდ კლავიატურასთან პატრიოტობთ და მორალისტობთ.

როგორ ფიქრობ ბექა, „დიდო პატრიოტო და მორალისტო“, ბლოკპოსტებზე აქედან იქით მიმავალებს უნდა გველანძღა რუსი სამხედროები, თუ იქიდან უკანა გზაზე გამოვლისას?

ეხლა გინტურის ამბავს გავიხსენებ: მლეთაში, ლომისის მთის წვერზე, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაწილი და საცხოვრებელი კელიები მოხვედრილია იმ ხაზს მიღმა, რომელსაც დღეს საოკუპაციო ხაზი ჰქვია. იქ მარტოობაში, ძალიან მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ცხოვრობდა ბერი. ამ საოკუპაციო ხაზთან კვირაში რამდენჯერმე რუსის სამხედრო პარტული ამოდის. დღეს, რომ ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი მოვლილია და დაკეტილი არ არის,ასევე, საოკუპაციო პოსტი რომ არ დგას და ქართველებს იქ მისვლა და ლოცვა შეგვიძლია, ამ მარტო მცხოვრები ბერის და მამა დავით ბურდულის ღვაწლია.

ბექა, „დიდო პატრიოტო და მორალისტო“, როგორ ფიქრობ, რუსი ჯარისკაცების პატრული რომ ავა ლომისას მთაზე, ამ ბერმა მაშინ უნდა ლანძღოს ოკუპანტები, თუ მანამდე, დავუშვათ, ინტერვიუს მიცემის დროს?!

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით და პარადოქსია, რომ მავანნი, ამ სასულიერო პირების წყალობით ასულნი, მათ ლანძღავენ და საქართველოს მტრებად სახელდებენ. თურმე რამე დააკლეს, არ კმარა თურმე ბექასთვის ის შრომა და რისკი, რასაც ეწევიან მაგ ავადსახსენებელი ხაზის იქით სასულიერო პირები.

დავუბრუნდები თამაზ გინტურის ამბავს: როდესაც ინფორმაცია გავიდა – რუსებმა ლომისის ტაძართან მისვლა აუკრძალეს ქართველებსო, სიუჟეტი ისე გაკეთდა, რომ ხალხს ეგონა მლეთის ლომისის ტაძარზე იყო საუბარი(სინამდვილეში სოფელ კირბალთან მოხდა). შეიქმნა საფრთხე, რომ ვინმე ადგილობრივს, ცხელ გულზე, კონფლიქტი მოსვლოდა რუსების საოკუპაციო-საპატრულო ჯგუფთან და ტრაგედია დატრიალებულიყო.

პატრიარქ შიოს ლოცვა კურთხევით (მაშინ მოსაყდრე იყო) სასწრაფოდ ავედით მე და მამა დავით ბურდული ლომისის წვერზე და იქიდან პირდაპირი ჩართვით ავუხსენი მოსახლეობას, რომ მლეთის, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე ასვლა არ შეზღუდულა (სწორედ მაშინ ითქვა, რომ რუს სამხედროებს ჩაით უმასპინძლდებოდა იქ მცხოვრები ბერი). ამით შევეცადე დამეზღვია ტრაგიკული შემთხვევა ამ მხარეში.

თუმცა , სამწუხაროდ, ინფორმაციის გასვლამ ტაძართან მისვლის შეზღუდვის შესახებ, მშვიდობით არ ჩაიარა მეორე, სოფელ კირბალთან არსებულ ლომისის ტაძართან, სადაც რუსმა სამხედროებმა ბატონი თამაზ გინტური მოკლეს.

ბექა, მაინტერესებს, შენ თუ შეძლებ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლას და იქ რუსი სამხედროების გალანძღვას და თქმას, რომ ისინი ოკუპანტები არიან.

სამწუხაროდ, არ ხარ შენ ეგ კაცი. კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება, საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება, რომელსაც მლეთაში, ლომისას მთის წვერზე, სასულიერო პირები ახერხებენ.

გინტურის ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ინტერვიუ მქონდა ამ თემაზე და ვაფრთხილებდი აჟიოტაჟის ამტეხებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა ერთი ქართველი კაცი ამას მაინც შეეწირა.” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

Share2Tweet1

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ახალი ამბები

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026
საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს
ახალი ამბები

საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს

11/12/2026
“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება
ახალი ამბები

“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება

11/12/2026

საინტერესო

“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

10 years ago
სააგენტო ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს

რუსული ბაზარი ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის გაიხსნება

12 years ago
რა კავშირი აქვს მამუკა ხაზარაძეს რამაზ ახვლედიანის ქონების ჩამორთმევასთან?

რა კავშირი აქვს მამუკა ხაზარაძეს რამაზ ახვლედიანის ქონების ჩამორთმევასთან?

11 years ago

“ნაციონალური მოძრაობა” დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

11 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by