გაერომ გააუქმა ოფიციალური მიწვევა, რომლის მიხედვითაც, ირანს სირიის შესახებ გასამართ მშვიდობიან კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
გაეროს წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ გააკრიტიკა თეირანი იმის გამო, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ უარი თქვა მხარი დაეჭირა გეგმისთვის, სირიის გარდამავალი მთავრობის ფორმირების შესახებ.
ირანი სირიის რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, მაშინ როდესაც დასავლეთის ქვეყნები ძირითადად მხარს ადგილობრივ ოპოზიციას უჭერენ.
21.01.14












