უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებიც მონაწილეობენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებიან უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების რეოვნული საბჭოს მდივანი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პორტნოვი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო, ფრაქცია “ბატკივშინას” თავმჯდომარე არსენი იაცენიუკი და ფრაქცია “თავისუფლების” თავმჯდომარე ოლეგ ტიაგნიბოკი. 22.01.14