ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ბოდიში მოიხადა ევროკავშირის მიმართ უხეში გამონათქვამის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ჯენ ფსაკის განცხადებით, ვიქტორია ნულანდმა პირადად მოუბოდიშა თავის კოლეგებს ევროკავშირის დიპლომატიურ კორპუსში.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც “იუთუბით” სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ვიქტორია ნულანდი კიევში შექმნილ სიტუაციას უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩთან განიხილავს და ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოს თან რუსული ტიტრებიც ახლავს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სატელეფონო ჩანაწერის ინტერნეტით გავრცელება შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომხდარიყო.
07.02.14













