• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ამერიკელი კონგრესმენები ნატოს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთის MAP-ის მინიჭებას ემხრობიან

13 years ago
კატეგორია: დიპ.დაიჯესტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Salimi20130726083255790ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატო-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ და მიესალმებიან აშშ-ს ძალისხმევას აღნიშნულ სამიტზე პრიორიტეტად გახადოს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა.

კონგრესმენები მოუწოდებენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს  მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს  ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და ნატოსთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ.

„ჩვენ მოვითხოვთ მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია ჰერცეგოვინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების   პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას,“-ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

კონგრესმენების მოსაზრებით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ შესძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. სხვადასხვა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად    – რომელიც ხშირად ნატოს ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა – ჩატარდა  რეფორმები და განხორციელდა ინიციატივები, რომლებმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვან ეკონომიკურ  ზრდას, ანგარიშვალდებული მმართველობის შექმნასა და კანონის უზენაესობას მილიონი ევროპელისთვის. ხოლო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ნატო, როგორც ალიანსი და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდა.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასპირანტი ქვეყნების აღნიშნული ჯგუფის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას  და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“-აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები.

ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა რეგიონის ქვეყნებზე გარე ძალების მხრიდან მოხდეს ძლიერი ზეწოლა.

„შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მიაღწიეს უკვე იმ კრიტიკულ წერტილს, როდესაც აუცილებელია იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფს ნატოს მომავალ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. ვუახლოვდებით რა 2014 წლის ნატოს სამიტს, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით. ჩვენ, ასევე, მზად ვართ ვიმუშავოთ თქვენთან ერთად, რათა ვუზრუნველყოთ რეგიონის სხვა ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება და შემდგომში მათი ალიანსში გაწევრიანება“- ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

წერილს ხელს 42 კონგრესმენი აწერს. აღნიშნული წერილის ინიციატორია კონგრესმენი მაიკლ ტერნერი.

10.02.14

 

ShareTweet

ახალი ამბები

აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა
დიპ.დაიჯესტი

აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

09/22/2015
დიპ.დაიჯესტი

გიორგი კვირიკაშვილი: “აშშ-მ საქართველოში მოავლინა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი“

09/17/2015
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
დიპ.დაიჯესტი

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

09/16/2015
დიპ.დაიჯესტი

საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

09/06/2015
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
დიპ.დაიჯესტი

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

09/06/2015
დიპ.დაიჯესტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

08/26/2015

საინტერესო

აგვისტოს ომში დაღუპულ სპეცრაზმელებს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ

აგვისტოს ომში დაღუპულ სპეცრაზმელებს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ

10 years ago
გაჩიანში 24 წლის ბიჭი მოკლეს – „ახალგაზრდამ, ვისაც, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა“

გაჩიანში 24 წლის ბიჭი მოკლეს – „ახალგაზრდამ, ვისაც, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა“

2 years ago

გიორგი კანდელაკის ნასროლი საფერფლე ოთარ კახიძეს მოხვდა

9 years ago

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს 7 ქვეყნის დელეგაციები ეცნობიან

11 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by