• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მთავარი პროკურატურის განცხადება ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

prokuraturaმთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“თბილისი თაიმსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ბინის (კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 164 პრიმა მუხლით.

ასევე, სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი გულგრილობისთვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 342-ე მუხლით.

საზოგადოებას შევახსენებთ თუ რა ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი ივანე მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, რაზედაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. კერძოდ:

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, 2009 წლის მაისში უკანონოდ დაიკავა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ კვარიათში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი, სადაც იგი ისვენებდა მის ოჯახის წევრებთან ერთად. გარდა ამისა, მან მეტი კომფორტის შესაქმნელად აგარაკი გაარემონტა სახელმწიფოს ხარჯზე, აგარაკის მოსავლელად დაიქირავა დამხმარე პერსონალი, რა მიზნითაც, პირადი მოტივით ივანე მერაბიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 157 669,3 ლარი.

ასევე, 2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა”, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზის შექმნა, სწორედ ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამის ნიღბად გამოყენებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ამომჩეველთა მოსასყიდად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელება დაევალათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს და “სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს. 2012 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის” პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულებები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ 21 837 პირთან. ხელშეკრულებები იყო თვალთმაქცური, ვინაიდან მათი გაფორმება მიზნად ისახავდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხებით ამომრჩეველთა მოსყიდვას. ამ გზით, ივანე მერაბიშვილის მიერ გაფლანგული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი 5 240 880 ლარი.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ივანე მერაბიშვილის ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით, იგი ცნო დამნაშავედ ხსენებულ ბრალდებებში და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ივანე მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით.

ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილის სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისთვის განუსაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სასამართლომ ივანე მერაბიშვილს მოუხსნა სსკ-ის 332-ე მუხლით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სსკ-ის 182-ე და 164 პრიმა მუხლებით წარდგენილი ბრალდებები, რა ნაწილშიც ბრალდების მხარე განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით”, – ნათქვმია უწყების განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026

საინტერესო

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება

10 years ago
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს

5 years ago
ძველ ბიუჯეტს დასაწუნი არაფერი აქვს, მაგრამ დაპირებებს უნდა მოვარგოთ – ირაკლი ხმალაძე

ხმალაძე: მეტროში მგზავრთა ნაკადი ყოველწლიურად 11%-ით იზრდება

7 years ago

“სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა”

11 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by