• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, September 24, 2023
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home კატეგორიის გარეშე

აზარტომანია – ფსიქიკური აშლილობა თუ დამოკიდებულებათა სინდრომი – ფსიქოლოთა მოსაზრებები

2014/02/27
in კატეგორიის გარეშე
Reading Time: 2 min
აზარტომანია – ფსიქიკური აშლილობა თუ დამოკიდებულებათა სინდრომი – ფსიქოლოთა მოსაზრებები
19
SHARES
277
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

a72be0b89f406ad01e54770cc6aadb68აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, აზარტომანია XXI საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. მოზარდები, ახალგაზრდები და ხშირ შემთხვევაში მოზრდილებიც მიჯაჭვულნი არიან აზარტულ თამაშებს, ამით კარგავენ უამრავ დროს, ბევრ ფულს და რაც ყველაზე მთავარია იზაიანებენ ფსიქიკას.

”თბილისი თაიმსის ” კვირის ბლიც-გამოკითვა სწორედ ამ საკითს შეეხო. ფსიქოლოგები თუ ფსიქოთერაოევტები საუბრობენ თუ რა  იწვევს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, რა ხერხით უნდა მოხდეს  მისგან თავის დაღწევა, რა  მსგავსებაა ნარკომანიასა და აზარტს  შორის და როგორ უნდა დაიცვას მშობელმა მოზარდი აზარტული თამაშებისგან.

ნანა ჩაჩუა: ”აზარტი რაიმეთი თავდავიწყებით გატაცებაა. აზარტომანია კი უკვე დაავადებაა  მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მთელი რიგი ფსიქო-სოციალური და ასევე სხვადასხვა ტიპის ნეიროფსიქოლოგიური ფაქტორები. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც გარემოს და ადამიანის ემოციურ ლაბილობას, მერყეობასა და იმპულსურობას ენიჭება. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანი იმაზე მეტად იმპულსურია, ვიდრე ოდესმე. ტრადიციისა და რელიგიის მნიშვნელობის შესუსტებამ და მიზნების სიჭარბემ ადამიანი დააბნია, შეაშინა და დაღალა. შრომამ, როგორც სუბსტანციურმა მოთხოვნილებამ სახე იცვალა. იგი გაუფასურდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოების ცხოვრების წესში ყოველდღიური კეთილდღეობა არა იმდენად შრომით, არამედ მაღალი სოციალური სტატუსის მიღწევითა და სხვადასხვა მანიპულაციებით გახდა შესაძლებელი. ასეთი საზოგადოება მშვენიერებასა და სათნოებას იოტისოდენა ადგილს არ უტოვებს. ხოლო დესტრუქციულობა, როგორც თავისუფლებიდან გაქცევის ერთ-ერთი ფორმა ფულთან თამაშს იწყებს და ისე იწყებს, როგორც აგრესიას, როგორც თვითგამანადგურებელ ვნებას. ფულთან თამაშის სხვადასხვა შესაძლებლობებიდან ყველაზე ღია და ადვილად მისაწვდომი არის სათამაშო აპარატები, კაზინო, ტოტალიზატორი და ა.შ. ინტერნეტ თამაშებით სარგებლობის სიადვილეც ერთნაირად მაცდურად იზიდავს კაცს, ქალს, ასაკოვანს, უასაკოს, ფულიანს, უფულოს, რადგან ის თამაშია, ბედისწერასთან თამაში, როგორც სიცოცხლისა და მაშასადამე, შემოქმედებითობის გაუფასურების შიშის ნიშანი. ეს შიში, როგორც ფონი, ისე უდევს თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობას. მისგან თავის დაღწევას ყოვლისმომცველი ხედვის უნარი, ნიჭი და საკუთარი თავის სიყვარული ესაჭიროება, რაც მხოლოდ ინდივიდუალურად თუ მიიღწევა. აზარტომანიასა და ნარკომანიას ერთი და იგივე საფუძველი აქვს-თავისუფლებიდან გაქცევა. ადამიანი, რომელიც ვერ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ის პოტენციური აზარტომანი ან ნარკომანია. გარემო რასაც შესთავაზებს იმისკენ გაემართება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებების გატარებას. კერძოდ: ახალგაზრდების შრომითიდასაქმების ხელშეწყობასა და სწავლის მნიშვნელობის გაზრდას, იმით, რომ განსწავლულობა გახდეს ღირებული. მოზარდი უნდა ხედავდეს, რომ განათლებული და შრომისმოყვარე დაფასებულია. მისი ყოველდღიურობა, ყოფითობა მხოლოდ ამ გზითაა უზრუნველყოფილი. აზარტული თამაშების პოპულარიზაციაზე უარის თქმა მხოლოდ მისი შედეგების გაცნობიერებიდან თუ მოხდება. გარემოს მნიშვნელობა კარგად გავაცნობიეროთ. ცდუნებისათვის მზადმყოფი ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს ჯოჯოხეთისკენ ნუ ვუბიძგებთ. აზარტომანიით შეპყრობილი ადამიანების სიმრავლე დღითიდღე მატულობს.

შრომისმოყვარეობა თუ კონკრეტული პიროვნების მოცემულობა და მისი პასუხისმგელობაა, სახელმწიფოსაგან მისი უზრუნველყოფაა უპირველესი მოვალეობა და ვალდებულება. სწავლის პროცესის გაუფასურება ახალგაზრდობისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. როცა ეპოქალური კრიზისი უდგას ღირებულებებს, მაშინ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ მეტი უნდა იფიქროს და ლოკალურად იზრუნოს ადამიანის ღირსების მომცველ ფასეულობებზე-სწავლასა და შრომაზე. ყოველ ადამიანს შეუძლია თავის თავიდან შექმნას იმაზე მეტი ვიდრე არის ყველგან, ყოველ დროს და ყველა შესაძლებლობაში. ეს მისი ნებაა. მაგრამ სახელმწიფო და საზოგადოება ყოველი ადამიანისა და კაცობრიული ღირებულებების წინაშე ვალდებულია იყოს პასუხისმგებელი. კაზინოებიდან შევსებული თუნდაც მთელი ბიუჯეტი არ ღირს ერთი ადამიანის განწირულ ცხოვრებად.”

ნინო კობახიძე: ” აზარტი არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მეტნაკლებად ყველა ადამიანს აქვს, ანუ როდესაც რაღაც აქტივობიდან ველით სასიამოვნო შედექს უფრო მეტი ინტერესით ვერთვებით მასში. აზარტომანია არის ფსიქიკური აშლილობა და დამოკიდებულებათა სინდრომი, შეიძლება ითქვას, რომ ის მონათსევეა ნარკომანიისა. მოზარდობა ისეთი პერიოდია, როცა თვითდამკვიდრებისთვის იბრძვის ადამიანი და ამისთვის აზარტულ აქტივობაში ჩართვა მიაჩნიათ ერთერთ მთავარ საშუალებად, ამის თავიდან ასაცილებლად კი უნდა გავაკეთოთ ის, რომ მოზარდებს, ბავშვებს ჰქონდეთ მეტი ჯანსაღი არჩევანი, სხვა აქტივობები, რომლითაც შეძლებენ თვითდამკვიდრებას, მხოლოდ ეს შეიძლება იყოს აზარტული თამაშების ალტერნატივა. გარემო ძალიან წამახალისებელია აზარტისა, ძალიან ხშირად არის აზარტული თამაშების რეკლამები, რომლებიც პოზიტიურ ხასიათს ატარებს, არ არის სასურველი მსგავსი შინაარსის შემცველი რეკლამები თუმცა ამ საკითხს  კანონი უნდა არეგულირებდეს. მე ხშირად მომმართავენ აზარტით შეპყრობილი ადამიანები, სხვადასხვა გზა არსებობს მასთან საბრძოლველად, თუმცა ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. მსგავსი აქტივობა ხშირად მოზარდობის პერიოდში ხდება და ერთადერთი გზა აზარტომანიის თავიდან ასაცილებლად არის ის, რომ საზოგადოებამ შევთავაზოთ მოზარდებს სხვადასხვა აქტივობები, რითაც დაკავდებიან ისინი და აზარტული თამაშებისთვის დრო აღარ დარჩებათ. ”

დავით ანდღულაძე:  ”გარემო პირობები არის მთავარი ფაქტორი აზარტით შეპყრობისა, მხოლოდ ის, რომ ადამიანმა თამაშს გემო გაუგო და მიეჩვია მას, არ არის აზარტომანად ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი. როცა ნორმალური გარემოპირობებია და ნორმალურად არის აღზრდილი ადამიანი მაშინ აზარტზე არ ხდება დამოკიდებული. აზარტი და ნარკომანია ფსიქოლოგიურად, როგორც დამოკიდებულება ძალიან ახლოა ერთმანეთთან, უბრალოდ აზარტულ თამაშებს ფიზიოლოგიური მოვლენები არ სდევს თავს. მოზარდს, ბავშვს ბევრად მეტი დრო აქვს პიროვნებად ჩამოყალიბდეს და ასეთ ასაკში ბევრად უფრო მარტივია ამ სენისგან განკურნება ვიდრე მოზრდილ ასაკში. არავითარ  შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს აზარტული თამაშების რეკლამა, ისევე როგორც თამბაქოსი, ეს უნდა აიკრძალოს კანონით, ის რომ აზარტული თამაშების ბიზნესი ძალიან მომგებიანი და მოგება შესაბამისად შედის ბიუჯეტში, არ არის გამამართლებელი მიზეზი, ამას არ უნდა ეწირებოდეს ადამიანის ფსიქიკა და პირადი ცხოვრება, ხშირად აზარტზე დამოკიდებულ ადამიანებს აქვთ პრობლემები პირრად ცხოვრებაში, ენგრევათ ოჯახები და საერთოდ, აზარტი ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე, ამიტომ დაუშვებელია მისი რეკლამა. ადამიანებს ვურჩევდი, რომ არ გაინადგურონ ცხოვორება და ფსიქიკა, ერთადერთი გზა აზარტული თამაშებიდან თავის დასაღწევად კი არის ფსიქოთერაპია. ”

ელისო კეთილაძე:  ”აზარტი შეიძლება იყოს ცხოვრების წესიდან გამომდინარე მოვლენა,  თვისუფალი დროის არასწორად გამოყენების მცდელობა თავიდან და შემდეგ მიჩვევა, აზარტული ადამიანები ზოგადად საზოგადოებისთვის საშიშ ფენას არ წარმოადგენენ, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის და პირველ რიგში  განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და ხშირად სუიციდამდეც მიდან ხოლმე. რაც შეეხებათ არასრულწლოვნებს, ამ შემთხვევაში მშობელი ყურადღებით უნდა იყოს ჩართული მოვლენებში, არის ასაკი, როდესაც ახალგაზრდას აქვს თავის დამკვიდრების სურვილი, ასეთ დროს, როდესაც მშობელს შვილისთვის არ სცალია მოზარდი ქუჩაში ეძებს იდეალებს, სწორედ ამ რთულ ასაკობრივ კატეგორაში მშობელი უნდა იყოს შვილისთვის კარგი მაგალითი და მეგობარი, ყველაზე კარგი გამოსავალი იმისგან, რომ მოზარდი აზარტულ თამაშებზე არ გახდეს დამოკიდებული საჭიროა მშობელი მიეხმაროს მას საკუთრი თავის წარმოჩენაში, რათა მას დრო არ დარჩეს აზარტული თამაშებისთვის. აზარტომანიასა და ნარკომანიას შორის არის რაღაც მსგავსება, ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ორივე მომდინარეობს არაჯანსაღი სოციალური მდგომარეობიდან და არასწორი აღზრდიდან, ორივე შემთხვევაში ადამიანი დამოკიდებული ხდება მასზე, ხოლო ნარკომანიისგან განკურნება უფრო მარტივად შეიძლება მოხდეს ვიდრე აზარტომანიისგან, თუმცა დაუძლევე პრობლემა არც ერთი არ არის. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ აზარტული თამაშის რეკლამის აკრძალვით მდგომარეობა არ შეიცვლება, საზოგადოების დამოკიდებულება და შეგნება უნდა შეიცვალოს აზარტული თამაშების მიმართ, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ  თამაში სამარცხვინო საქციელია სულ უფრო ცოტა ადამიანი მიაკითხავს ასეთ დაწესებულებებს, რეკლამა იქნება თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან თუ ადამიანმა მოინდომა ის რეკლამის გარეშეც მიაგნეს მსგავს დაწესებულებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები, რადგანაც ასეთ შემთვევაში უარეს შედეგებამდე მივალთ, ჩვენ მივიღებთ სარდაფებში მოთამაშე კატეგორიას,რომელიც გაცილებით საშიშია სოციუმისთვის. არც თუ ისე ხშირია აზარტით შეპყრობილი პაციენტები, თუმცა  უფრო ხშირად მამაკაცები მაკითხავენ ამ პრობლემით, გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ პირადი პრობლემები და აზარტული თამაშები პირდაპირ კორელაციაშია ერთმანეთთან, ხშირია ისეთი პაციენტები, რომლებიც მეორე ნახევრის დაკარგვის შედეგად გახდნენ აზარტომანები, თუ ბარის შემთხვევა, რომ პიროვნება  თამაშს იწყებს ყურადღების გადასატანად, შედარებით ადვილია ამ კატეგორიის განკურნება სხვადასხვა თერაპიის საშუალებით.“

გიორგი კალანდარიშვილი:  „აზარტი არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელზეც დამოკიდებულება ხდება ფსიქოლოგიური წესიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, ის უნებურად სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ნარკომანიასა და აზარტომანიას შორის მსგავსება არის გარკვეულწილად, თუმცა მხოლოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ორივე იწვევს შეჩვევას, მაგრამ აზარტომანიას ნარკომანიისგან განსხვავებით ფიზიოლოგიური ტკივილები არ სდევს თან. რაც შეეხება რეკლამას, გასაგებია, რომ ბიზნესისა და მარკეტინგული კუთით რეკლამა მოგების მომტანია, თუმცა მსგავსი შინაარსის შემცველი რეკლამები ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე ამიტომაც სასურველი იქნებოდა თუ აზარტის რეკლამირება არ მოხდება. ძალიან ხშირია ადრეულ ასაკში აზარტზე დამოკიდებულება და ეს გამოწვეულია თავის დამკვიდრების მიზმით, იმისათვის, რომ მოზარდი არ გახდეს დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე საჭიროა მშობელმა მიაწოდოს მას სხვა ალტერნატივა, ატაროს მუსიკაზე ცეკვაზე და სხვადასხვა წრეებზე, ამ შემთხევაში ბავშვს დრო აღარ დარჩება აზარტული თამაშებისთვის.“

27.02.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
Share8Tweet5Share2

მსგავსი სტატიები

ქარელში, ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საზამთრო, ნესვი და სხვადასხვა დასახელების გამზადებული ხილი გაყიდეს
კატეგორიის გარეშე

ქარელში, ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საზამთრო, ნესვი და სხვადასხვა დასახელების გამზადებული ხილი გაყიდეს

2023/09/03
მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი მართვისას გულის შეტევით დაიღუპა
კატეგორიის გარეშე

მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი მართვისას გულის შეტევით დაიღუპა

2023/08/12
„უფლის ნებით უკვე სიმსივნე აღარ ფიქსირდება საერთოდ სხეულში“ – ნინჩო ჯიბლაძე
კატეგორიის გარეშე

„უფლის ნებით უკვე სიმსივნე აღარ ფიქსირდება საერთოდ სხეულში“ – ნინჩო ჯიბლაძე

2023/08/12
სტარტაპერები და ციფრული მარკეტინგი
კატეგორიის გარეშე

სტარტაპერები და ციფრული მარკეტინგი

2023/08/11
„სალომე ხეთაგური არ ჩანს.. მართლა ცაში გაფრინდა სხეულიანად მგონი… ჩემი ძმა დაკაწრული ხელებით და ფეხებით ეძებს “ – მაიკო ჩაგელიშვილი
კატეგორიის გარეშე

„შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ არ შეჩერდე.. მჯერა, რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს“ – გვანცა ბუბაშვილის მამიდა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2023/08/11
გლდანში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს
კატეგორიის გარეშე

გლდანში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს

2023/08/09

კალენდარი

September 2023
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
« Aug    

სიახლეები

  • გარყვნილი ქმედება არასრულწლოვან გოგონაზე – ოზურგეთში, 62 წლის მამაკაცის მიმართ გამოძიება დაიწყო 2023/09/23
  • გორში მანქანა გაჩერებულ 5 ავტომობილს შეეჯახა 2023/09/23
  • „არ უნდა ატეხო განგაში იმის გამო, რომ შენი სიკეთე ვერ დაინახეს,” – მამა შალვა კეკელია 2023/09/23

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In