ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ყირიმში განვითარებულ მოვლენებს “ტვიტერზე” ეხმაურება.
“შეშფოთებული ვარ ყირიმში განვითარებული მოვლენებით. მოვუწოდებ რუსეთს, არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც დაძაბულობის ესკალაციასა და გაუგებრობას გამოიწვევს”, – დაწერა “ტვიტერზე” ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ამასთან, გუშინ ყირიმის უმაღლეს რადასთან, ყირიმელი თათრებისა და რუსი ნაციონალისტების მიტინგის დროს მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
27.02.14