საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჩადენის ფაქტზე ლია მარგიშვილი დააკავეს.
როგორც “თბილის თაიმსს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია “სამარიტანს პურსე” საქართველოში მცხოვრები ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისათვის უსასყიდლოდ დასარიგებლად, ყოველწლიურად აგზავნის ჰუმანიტარულ საჩუქრებს, რომლის მიღებაც და უსასყიდლოდ განაწილება ხელშეკრულების საფუძველზე ევალება საქართველოში რეგისტრირებული ააიპ “კეთილი სამარიელი საქართველოში” თავმჯდომარეს, მერაბ ორაგველიძეს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მერაბ ორაგველიძემ ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისათვის დასარიგებელი ტვირთი გადასცა მოქალაქე ლია მარგიშვილს, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ახდენდა აღნიშნული ტვირთის რეალიზაციას სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე.
04.03.14