”თბილისი თაიმსის” მორიგი ბლიც-გამოკითვა ამჯერად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაეთმო. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რა პროცენტულ განაკვეთს სთავაზობენ ორგანიზაციები მომხარებლებს და იგეგმება თუ არა ამ მაჩვენებლის კლება უახლოეს მომავალში.
გამოიკითხა საქართველოს ბაზარზე არსებული 7 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყურება:
კრისტალი: ”ბიზნეს სესხებზე მოქმედებს საპროცენტო განაკვეტი 1,5%-დან 3%-მდე თვეში, სესხის გაცემა ხდება ერთ დღეში, სესხის მინიმალური თანხაა 200 $ ხოლო მაქსიმალური 30 000.საპროცენტო განაკვეთის კლება ჯერჯერობით არ იგეგმება. წინა წელთან შედარებით კლიენტთა რაოდენობა სტაბილურია, ცუდი გადამხდელების რიცხვი კი შემცირდა. ჩვენთან სესხებს ითხოვენ სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს წარმომადგენლები. ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია. ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნეს გარემო, ვფიქრობ, არ შეცვლილა.”
სვიზ კაპიტალი: ”იპოთეკურ სესხებზე ჩვენთან მოქმედებს 2-2,5% ხოლო ავტოსესხებზე 6% ტარების უფლებით. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ბაზარზე საუკეთესო პირობები, იპოთეკურ სესხებს გავცემთ განაცხადის გაკეთებიდან ერთი სამუშო დღის განმავლობაში, ჯერჯერობით პროვენტული განაკვეთის კლება არ იგეგმება. მომხმარებლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით იმატა, ხოლო ცუდი გადამხდელების რაოდენობამ- იკლო. ჩვენთან სესხებს ძირითადად ითხოვს მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ბაზარი ძალიან კონკურენტულია და ამიტომაც ვცდილობთ საუკეთსო პირობები შევუქმნათ მომხმარებლებს. ახალი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა.”
ლიდერკრედიტი: „ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ იპოთეკურ სესხებს თვიურ 2,5%-დან, ბიზნესს სესხებს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით 1.5 %-ად, ოქროს ლომბარდი თქვეში 2% და ავტოლომბარდს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით 4%-დან. მომავალში კი ვგეგმავთ არსებული საპროცენტო განაკვეთის კლებას. სესხის მიღება შესაძლებელია განაცხადის დაფიქსირების დღესვე. წინა წელთან შედარებით კლიენტების რაოდენობა გაიზარდა, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია იმით, რომ დაგვემატა ახალი ფილიალები, რაც შეეხება ცუდ გადამხდელებს, მათი რიცხვი შემცირდა. ჩვენი კლიენტები არიან ძირითადად მცირე ბიზნესის მფლობელები, მეწარმეები და ადამიანები, რომლებსაც ბანკში სესხის აღება არ შეუძლიათ, რადგანაც ხელფასი რომელიმე ბანკის ანგარიშზე არ ერიცხებათ. ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, რადგანაც ბოლო პერიოდში ძალიან იმატა მიკროსაფინანსოების რიცხვმა. ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენთვის მდგომარეობა არ შეცვლილა.”
კაპიტალ ექსპრესი: ” ჩვენ მომხმარებლებს ვთვაზობთ იპოთეკურ სესხებს 2,4%-დან, ბიზნეს სესხებს 1,5%-დან, ხოლო ავტოსესხებზე მოქმედებს თვიური განაკვეთი- 4%, ტარების უფლებითა და საკომისიოს გარეშე. სესხით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც შემოსავლის სახით გააჩნიათ ხელფასი, იჯარა, ფულადი გზავნილები ან სხვა შემოსავალი. ვცდილობთ პროცენტული განაკვეთის კლებაზე ვიმუშაოთ, თუმცა საერთო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე პროცენტის კლებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. მომხმარებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით სტაბილურია, ურჩ გადამხდელთა რიცხვმა კი იკლო, ვცდილობთ რისკის ჯგუფებთან არ ვიმუშაოთ. ჩვენი მომხმარებლები არიან მცირე ბიზნესმენები, მეწარმეები, მოვაჭრეები, ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა ბანკში აიღონ სესხები. კონკურენცია ბაზარზე ძალიან მაღალია, ახალი ხელისუფლების პირობებში კი ბიზნეს-გარემო თითქმის არ შეცვლილა.”
ნო მანი კრედიტი: ” პროცენტული განაკვეტი სესხებზე დამოკიდებულია თანხასა და ვადაზე, თუმცა საშუალოდ იპოთეკურ სესხებზე მოქმედებს 2,5% თვიური პროცენტული განაკვეთი, ბიზნეს სესხებზე კი 3%. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ბინაზე მომსახურებას, კრედიტ ოფიცერი ადგილზე აცნობს კლიენტებს პირობებს და ერთი დღის ვადაში ადგილზე მიაქვს თანხაც. ჯერჯერობით საპროცენტო განაკვეთის კლებას ვერ ვგეგმავთ, რადგანაც ეროვნულ ბანკს არა აქვს განსაზღვრული თუ რა მაქსიმალური პროცენტული განაკვეთი უნდა მოქმედებდეს სესხებზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. მომხმარებლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა, რადგანაც ორგანიზაციამ ორი ახალი ფილიალი გახსნა რუსთავსა და ვარკეთილში. ცუდი გადამხდელების რიცხვმა კი პირიქით იკლო. ჩვენთან ძირითადად სესხს ითხოვენ ინდმეწარმეები, მცირე ბიზნესმენები და დასაქმებულ ადამიანთა ის კატეგორია, რომელსაც ხელფასები ბანკში არ ერიცხებათ. კონკურენცია ბაზარზე ძალიან მაღალია, ბიზნესის კეთების მხრივ გარემო ახალი ხელისუფლების პირობებში არ შეცვლილა”
მიკრო ბიზნეს კაპიტალი: „ ჩვენთან სესხის მოცულობა 500-დან 30 000 $-მდე მერყეობს, სესხის ვადა კი 1-დან 36 თვემდე, ბიზნეს სესხებსა და იპოთეკაზე 2%-იანი განაკვეთი მოქმედებს თვეში, ავტოსესხებზე კი 3% ტარების უფლებითა და დაზღვევით, სესხი გაიცემა 21 წელზე მეტი ასაკის პირებისათვის, 2 წელზე მეტი მართვის გამოცდილებით. სალომბარდე სესხები 100 $-დან იწყება და საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2,5%-ს თვეში, ჯარიმების გარეშე. სესხებზე პროცენტული განაკვეთის კლებას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ, ეს დამოკიდებულია ფინანსურ რესურსებზე, ჩვენ ვიყავით პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც 2%-იანი განაკვეთი დააწესა სესხებზე, ჩვენს შემდეგ კი იგივე გააკეთა „სვიზ კაპიტალმა“ და „რიკო კრედიტმა“. წინა წელთან შედარებით მომხარებელთა რაოდენობა სტაბილურია, ცუდი გადამხდელების რიცხვი კი ძალიან ცოტაა. ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად მცირე ბიზნესმენები და ადამიანები, რომლებსაც ბანკიდან ვერ გამოაქვტ სესხები. კონკურენცია ამ სფეროში ძალიან მაღალია, რადგანაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან იმატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვმა. ახალი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა. ”
ალიანს ჯგუფი: ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი მომხმარებელს ბიზნეს სესხებზე წლიუ 34%-იან განაკვეთს სთავაზობს, სამომხმარებლო და აგრო სესხებზე მოქმედებს განაკვეტი – 28%-დან. უახლოეს მომავალში საპროცენტო განაკვეთის კლება არ იგეგმება. მომხმარებელმა წინა წელთან შედარებით საკმაოდ იმატა, რადგნ ჩვენ უკვე ფილიალები გვაქვს საქართველოს 5 რეგიონში, ცუდი მომხმარებლების რიცხვი კი შემცირდა. ძირითადად ჩვენი მომხმარებლები არიან მცირე, აგრო ბიზნესის წარმომადგენლები. ახალი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა არ შეცვლილა.”
”თბილისი თაიმსი” დაუკავშირდა ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას: „კრედოს“ და „რიკო კრედიტს“, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს.
06.03.14
ნინა პირტახია






