• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კულტურის სამინისტროს მუშაობას კულტურის სფეროს წარმომადგენლები აფასებენ

12 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
კულტურის სამინისტროს მუშაობას კულტურის სფეროს წარმომადგენლები აფასებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 კულტურის სამინისტროს მუშაობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები აფასებენ. საქართველოში დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუშაობის მიმართ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი აკრიტიკებს მის მუშაობას, ნაწილი ამ კრიტიკას არ იზიარებს, ზოგიც  ამბობს, რომ საჭიროა მეტი გაკეთდეს ქართული კულტურის განვითარების საქმეში. საზოგადოება კი ბევრად მეტს მოითხოვს. ,,თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ კითხვაზე პასუხს, როგორ შეაფასებდით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუშაობას?

keti-dolidze8ქეთი დოლიძე – რეჟისორი:  ,,საქართველოს კულტურის სამინისტროს მუშაობას ნორმალურად ვაფასებ, მაგრამ უფრო უნდა დაიხვეწოს და მეტი მოთხოვოს ხელისუფლებას“.

timthumbგიორგი ყიფშიძე – მსახიობი:  ,,საქართველოს კულტურის სამინისტროში საერთოდ არანაირი ქმედება არ ჩანს. არ ჩანს არანაირი ცვლილება და წინსვლა. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საქართველოს კულტურის პოლიტიკა. დაფინანსება უნდა გაეზარდოს კულტურულ პროექტებს, კინოს და თეატრებს“.

556561_10150650980808063_2075130683_nაკო ხარისთვალაშვილი – ფოტოგრაფი, მხატვარი: “ვერ გეტყვით, რომ კმაყოფილი ვარ. ზოგადად ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობა კულტურაში, ხელოვნებაში. სასწრაფოდ უნდა მოხდეს რაიმე სამოქმედო გეგმის და პოლიტიკის შემუშავება. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ისინი ვერ ახერხებენ აქ საკუთარი ნიჭის რეალიზებას. სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი რელობაა. სამინისტროს ვურჩევდი, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცია საავტორო უფლებების დაცვაზე. თითქოს მიშვებული თავისუფალი კონკურენციის პირობებში ძალიან გაფუჭდა გემოვნება და შესაბამისად ბაზარიც, თუ შეიძლება ასე ითქვას. იმუშაონ ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაზე და დაეხმარონ მათ რეალიზებაში. ზოგადად ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი სისტება, რომ ადვილად შეძლონ ნიჭიერმა ადამიანებმა საკუთარი თავის რეალიზება. როგორც მოგეხსენებათ ხელოვან ადამიანებს ცოტა რთული ხასიათი აქვთ და მათ ძალიან სჭირდებათ ხელშეწყობა. რთულია თითოეულ ადამიანს გამოეკიდო, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სისტემა, სადაც ადვილად შეძლებენ რეალიზებას. კარგი იქნება თუ ავხმაურდებით, ამისთვის თავს არ დაზოგავენ ჩვენი საზოგადოების ნიჭიერი წარმომადგენლები, მთავარია გვერდში დგომა იგრძნობოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სისტემური ხელშეწყობა“.

timthumb (1)ლილიკო ნემსაძე – კომპოზიტორი: „რასაკვირველია მეტი ყურადღების მიქცევა უნდა ქართულ ხელოვნებას და ხელოვან ხალხს.“

252852გიორგი ბარბაქაძე – მოცეკვავე :  ,,ჩემი სპეციალობით ვარ მოცეკვავე, ქორეოგრაფი, დღემდე ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო იმისათვის, რომ დაფასებული იყოს ის შრომა რასაც ვემსახურები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე არ არის. კულტურა ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთი მთავარი ფესვია და იმდენად უნდა იყოს დაცული და შეფუთული, რომ საქართველოში ახალმა თაობებმა ისწავლონ ჩვენგან და შეისწავლონ. დღევანდელ დღემდე კი ჩემთვის ცნობილია (ჩემი მეგობრების მაგალითს ავიღებ) ძალიან ბევრი ადამიანი მიემგზავრება საზღვარგარეთ, რომ მათ ეს დაუფასდეთ. საქართველოს კი ეს ნიჭიერება აკლდება. მართალია უამრავი ადამიანი გვყავს ნიჭიერი და ერთი მეორეს ცვლის, მაგრამ ერთდღესაც გაქრება, თუ არ დაფასდა კულტურა და ვინც ემსახურება კულტურის სფეროს. ძეგლთა დაცვის შესახებ კი ერთს დავაფიქსირებ, რომ რამდენი ცნობილი ადამიანის ძეგლია და უამრავი ახალი თაობა მოძრაობს. ამით მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში არცერთხელ არ გაშუქებულა იმ ადამიანის იუბილე, რომლის ძეგლიც არის თბილისში ან სხვა ქალაქებში. დარწმუნებული ვარ კითხვა, რომ დაისვას, თუ ვისი ძეგლია, ბევრი ვერ გასცემს ამ კითხვას პასუხს. ასე, რომ თუ ადამიანს დაუდგეს ძეგლი და ამდენად ღირსეული იყო მისი სახელიც უნდა შენარჩუნდეს“.

8de2dd5926a1e4488a476f31782fe5daგიორგი ოვაშვილი – რეჟისორი:  ,,მე მხოლოდ ჩემს შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტრო ნამდვილად დამეხმარა ჩემი ახალი ფილმის შექმნის პროცესში. განსაკუთრებით პირადად მინისტრი. დარწმუნებული ვარ, მას შესანიშნავად ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს კულტურას და ხელოვნებას ქვეყნისთვის“.

dsc_0055მანანა მენაბდე – მუსიკოსი: ,,მე უკვე დიდი ხანია წასული ვარ საქართველოდან და ვერაფერს გეტყვით კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით. ერთი, რამ შემიძლია გითხრათ, რასაც მხოლოდ წელს გადავეკვეთე.  მათ მხარი დაუჭირეს გამომცემლობასთან ,,USTARS” სადაც ახლახანს ჩემი იგავ-არაკები გამოიცა და დააფინანსეს ჩემი წიგნი და მისი პრეზენტაცია. სულ ესაა ჩემი კულტურის სამინისტროსთან გადაკვეთა.

 30711fc0b313739afaaae2ad1916481dზურა მანჯავიძე – მომღერალი: ,, კულტურის სამინისტრო ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ათჯერ მეტი უნდა გააკეთონ“.

1800439_827094990650482_2141009794_nტატა ბლიაძე – მხატვარი: ,,დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ხალხთა შორის არ არსებობს სწორი ურთიერთობები, ბუნებრივია ქვეყანაში უნდა იყოს სხვადასხვა ღირებულებების მქონე საზოგადოება, მაგრამ მათ შორის მუდმივად განხეთქილება არ უნდა არსებობდეს. არ გააჩნიათ სოლიდარობა და ჰუმანურობის სწორი განცდა. ხშირად ცუდის პროპაგანდა ხდება და რადგან დიალოგის კულტურაც არ არსებობს აქ, შემდეგ ამას არანაირი დისკუსია არ შველის. ინტელექტის დონე დაბალია. კარგი იქნებოდა უფრო მრავალფეროვნად და სწორად ხდებოდეს ნებისმიერი ღონისძიება და საზოგადოებრივი საქმიანობის აფიშირება და არ სჭირდებოდეს ჯერ საზღვარგარეთ შეფასება, თუ დაფასება ამ ყველაფრის და შემდეგ საქართველოში. მაგრამ როდის იყო მატერიალურად და ფიზიკურად დამშეულ, გადაგვარებულ ხალხს სულიერი და კულტურული საზრდო აინტერესებდა“.

232501ირაკლი ჩოლოყაშვილი – მსახიობი:  ,,კვირა არ გადის ისე, რომ კულტურის სამინისტროსთან აქცია არ გაიმართოს… ამ მხრივ, სხვა სამინისტროები ჩამორჩებიან“.

5217გიორგი ჯაჯანიძე –  ფსიქოლოგი, ტელეწამყვანი:  ,,რასაც ვუყურებ ტელევიზიით და პრესით ვეცნობი, კულტურის სამინისტროს აქვს დიდი მცდელობა გააკეთოს ბევრი საქმე. როგორც ვხედავ ბევრი სირთულეებია სამინისტროში, რასაც მე ჩვენს მენტალიტეტს და არაპროფესიონალიზმს ვაბრალებ.  ვფიქრობ ყველა საქმე იქნება დაძლეული, მაგრამ ჩვენ ხომ მუდმივად გვეჩქარება“.

mega13-75პაატა თედიაშვილი – მომღერალი : ,,საერთოდ გაურკვეველია რა პრონციპით შეირჩა კადრები, რომლებიც მუშაობენ კულტურის სამინისტროში. ხალხისთვის საყვარელი და ღვაწლმოსილი ხელოვანები გარეთ დარჩნენ, რომელთაც ნამდვილად ეთქმით სიტყვა და უკვე ბევრი რამ გაუკეთებიათ კულტურის პოპულარიზაციისთვის და ახლის თანაც ღირებულის შექმნაში. სამინისტროს თანამედროვე აზროვნება აკლია. ის გალა კონცერტი, რომელიც ვნაეთ ახალ წელს კიდევ ერთი კრახი იყო ქართული ესტრადისთვის. სცენაზე ისტერიკა და უმეცრება სუფევდა. ისევ ნაცნობ სახეებს აქვთ სადავეები და ტელეპროექტები კიდევ აგრძელებს მსმენელის გარყვნას ქავერებით. ვფიქრობ ამ საქმეში კულტურის სამინისტრო უნდა ჩაერიოს და ეროვნულს მიექცეს ყურადღება. უნდა შეიქმნას ავტორშემსრულებელთა კონკურსები. უნდა წახალისდნენ მივიწყებული ქართველი კომპოზიტორები. უნდა შეიქმნას ბევრი ახალი ქართული სიმღერა და ყველაზე მთავარი – სად არიან კინოკრიტიკოსები? ამხელა ისტორიის და ლიტერატურის მქონე ერის მასალა იკარგება და ვიღებთ თითიდან გამოწოვილ თემებს. ფილმის ჩვენება მთავრდება და არაფერი გრჩება. არ იქმნება ვარსკვლავი და კინომუსიკა ნულის დონეა. რისი თქმა სურს რეჟისორს ვერ გაიგებ. უნდა შეიქმნას ხელოვნების კრიტიკოსთა სპეციალური ინსტიტუტი. ყველაფერი, რაც ტელეეთერით ხვდება ჩემს თვალსაწიერში მახსენებს კონსტანტინეს სიტყვებს ,,ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანს ჰგავს, ჩაამთავრებ და იტყვი ნეტავ საერთოდ არ წამეკიტხაო“. კულტურის სამინისტრო დიდი ძალა უნდა იყოს და არა ინფანტილური დაწესებულება. ის უნდა ქმნიდეს რევოლუციას და არა პოლიტიკური პარლამენტი“.

07.03.14

გიორგი ჩუბინიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

შემაშფოთებელი კვლევა – რამდენად ჯანსაღია სასმელი წყალი?

შემაშფოთებელი კვლევა – რამდენად ჯანსაღია სასმელი წყალი?

7 years ago
გურამ ოდიშარიას პასუხი ბიძინა ივანიშვილს

გურამ ოდიშარიას პასუხი ბიძინა ივანიშვილს

12 years ago
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

12 years ago
,,მეგი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, დათა პაპა – ოკუპაციის”

,,მეგი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, დათა პაპა – ოკუპაციის”

5 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by