• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველო და იტალია თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას იწყებენ

13 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველო და იტალია თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას იწყებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსაქართველოსა და იტალიის თავდაცვის მინისტრებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს იტალიელმა კოლეგამ რობერტა პინოტიმ ბარაკინის სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მინისტრებმა იტალიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წვრთნისა და განათლების სფეროებზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და  დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში (ISAF) და 2014 წლის შემდეგ  “გადამწყვეტი მხარდაჭერის” (Resolute Support) მისიაში საქართველოს ჩართვა. მხარეებმა 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

ირაკლი ალასანიამ იტალიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, ასევე ხაზგასმით აღნიშნა  საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც ნატოს შემფასებელთა ჯგუფის მხრიდან დადებითად შეფასდა.

ირაკლი ალასანიამ იტალიელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე იტალიელი დამკვირვებლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს. “მინდა იტალიის თავდაცვის მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა მინისტრთა კაბინეტს ახალი შემადგენლობით  დამტკიცება მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ასევე, შევეხეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ურთიერთთავსებადობას კოალიციურ ძალებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით და მინდა მივულოცო საქართველოს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ჩვენ ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. ამ შეხვედრამ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გააღრმავა. ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრს აუცილებლად მივაწვდი დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“ – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა რობერტა პინოტიმ.

იტალიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია იტალიის თავდაცვის უმაღლეს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო დაწესებულების მსმენელებისა და მაღალი რანგის ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოვიდა.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  დეპუტატთა პალატაში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ელიო ვიტოსთანაც გამართა შეხვედრა.

13.02.14

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

„სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია?!“ – ლევან ბუკია

„სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია?!“ – ლევან ბუკია

10 years ago

ლონდონის ქუჩებში პატრულირება 24-საათიან რეჟიმში გადადის

10 years ago
ჩინეთი ონლაინ გაყიდვების სეგმენტზე აშშ-ს უსწრებს – რომელია ეკონომიკური სიძლიერის ახალი წყარო მსოფლიოში?

ჩინეთი ონლაინ გაყიდვების სეგმენტზე აშშ-ს უსწრებს – რომელია ეკონომიკური სიძლიერის ახალი წყარო მსოფლიოში?

12 years ago
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

ომბუდსმენი ალექსანდრე ჯეჯელავას და ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს

10 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by