აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ყირიმის რეფერენდუმის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას შეესაბამებოდა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეუთო-ს მისია უნდა გავრცელდეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ ყირიმზე.
ორივე პრეზიდენტმა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ყირიმის საკითხზე აღნიშნეს, რომ უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გზები ერთობლივად უნდა გამოინახოს.
17.03.14












