• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შემოსავლების სამსახური: “თი ვი ემ არ საქართველომ” დოკუმენტაცია დამალა

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sabazo_saqartvelo (1)შემოსავლების სამსახური “თი ვი ემ არ საქართველოს” დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ხატია მოისწრაფაშვილმა განაცხადა.

“შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 24 თებერვალს შპს “თი ვი ემ არ საქართველოს” სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია დაიწყო. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ამ ეტაპისთვის კომპანიის ოფისში დასრულებულია კუთვნილი ძირითადი საშუალებების (მათ შორის, გამზომი მოწყობილობის ნაწილის) ფაქტობრივი აღწერა. რაც შეეხება საკვლევი ოჯახების მიხედვით განთავსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას, მის წარმოდგენაზე საზოგადოების დირექტორმა ნინო გოგოლაძემ განაცხადა, რომ მოთხოვნილ ინფორმაციას წარმოადგენდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური ინფორმაციის დაცულობას დაადასტურებდა წერილობით. ამასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს შედგა ოქმი, რომელზეც ხელი კომპანიის დირექტორმაც მოაწერა. კომპანიას ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. ამასთან, მოცემული საკანონმდებლო ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით – მოცემული ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისათვის ან მისი გადაცემა მესამე პირისათვის ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994-ე ბრძანების თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დათვლა უნდა მოხდეს მათი ფაქტობრივი განთავსების ადგილის მიხედვით. შესაბამისად, საზოგადოების ესშემოთავაზება ვერ განიხილება შემოსავლების სამსახურის მიერ”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, გადამხდელი ამ წუთამდე უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე, რის გამოც მას ინფორმაციის მოწოდების ვადის ამოწურვის შემდეგ დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა.

“ასევე კანონის მოთხოვნების სრული დაცვითა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, გუშინ დაიწყო “თი ვი ემ არ საქართველოს” ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების საგადასახადო შემოწმება. აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ: შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ობიექტზე გამოცხადდნენ სამუშაო საათებში. გუშინ, შემოსავლების სამსახურის კანონიერი მოთხოვნების საპირისპიროდ, კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამჯერად კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე. მეტიც, მათ ჩაკეტეს ოფისში რამდენიმე ოთახი, სადაც იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები. მათ მიერ მოხდა კარის ჩაკეტვა იმ ოთახების, სადაც სავარაუდოდ განთავსებული იყო და საბუღალტრო და ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პერიოდში ამ ოთახებში, სადაც ამავე დროს ჩაკეტილი იყვნენ კომპანიის თანამშრომლები კანონსაწინაღმდეგო მოქმედებები დაიწყო დოკუმენტაციის განადგურების მიმართულებით. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით! საგადასახადო შემოწმება ტარდება საქართველოში მოქმედ კომპანიებში სხვადასხვა პერიოდულობით. შემოსავლების სამსახური, კანონით დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად, ახორციელებდა და ახორციელებს ასობით კომპანიის საგადასახადო შემოწმებას. მათ შორის არის არაერთი ისეთი კომპანია, რომელიც ფლობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებს. ყველა ეს ინფორმაცია დაცულია შემოსავლების სამსახურის ბაზებში და ამ ინფორმაციების დაცულობის გარანტი საქართველოს კანონმდებლობაა. აქვე, არასდროს, თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე უმნიშვნელო შემთხვევას, არცერთ კომპანიას საქართველოში უარი არ უთქვამს და მითუმეტეს, წინააღმდეგობა არ გაუწევია შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისათვის, განეხორციელებინათ კანონით დაკისრებული ფუნქციები, შეემოწმებინათ ამა თუ იმ კომპანიის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხები. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისთვის დოკუმენტების დამალვა იწვევს კომპანიის პასუხისმგებლობას. და ბოლოს, სატელევიზიო ეთერებით გაჟღერდა არაერთი ბრალდება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ან არასათანადოდ გამოყენების თაობაზე. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ყველა ქმედება, რომელიც განხორციელდა კომპანია “თი ვი ემ არ საქართველოს” შემოწმების პროცესში, ისევე როგორც სხვა კომპანიების შემოწმებისას, ხორციელდება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. მიუხედავად ამისა, თუ ვინმეს აქვს ჩვენი თანამშრომლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მამხილებელი მტკიცებულება, არსებობს სტრუქტურები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, აწარმოონ შესაბამისი გამოძიება”,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

18.03.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

ტერმინი „რელიგია“ და მისი განსაზღვრება

ტერმინი „რელიგია“ და მისი განსაზღვრება

9 years ago
2015-2016 სასწავლო წელს 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით

მთავრობა სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს

11 years ago

მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს ახალი ბრალდება ყოფილ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე წარედგინათ

12 years ago
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

2 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by