• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრემიერის თანხმობის აუცილებლობას არ ეთანხმება

13 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ეხმიანება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1458474_269012116600402_1271377020_nსაქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი სამართლებრივი აქტები პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას არ უნდა ექვემდებარებოდეს.

საუბარია პროცედურაზე, როცა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაში ვერ შევა.

გიორგი მარგველაშვილი არ იზიარებს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხორცილებული ცვლილებების არსს და ასევე ამავე სახელწოდების სრულიად ახალ კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება და აღდგენა კონტრასიგნაციას დაექვემდებარა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტიციური უფლებამოსილებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტში ოფიციალური დოკუმენტის სახით არის წარდგენილი, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია აწერს ხელს.

“თბილისი თაიმსი” პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:

“1. საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ფორმულირების მიხედვით (73/1-ე მუხლის, მე-4 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი) განსაზღვრულია, რომ კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას უკავშირდება. ძირითადი კანონის ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა სახელმწიფო მეთაურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სამწუხაროა, რომ კანონმდებელმა, “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში 2013 წლის სექტემბერში ცვლილებების შეტანისას, მოახდინა პრეზიდენტის კონსტიტუციური კომპეტენციის – მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის ვიწრო განმარტება. შესაბამისად, მოქალაქეობის მიღება და აღდგენა დაუქვემდებარა კონტრასიგნაციას, ხოლო მინიჭება და მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებული უარყოფითი გადაწყვეტილებები – არა. ორგანული კანონით განსაზღვრული მოქალაქეობის მიღებასა და აღდგენასთან დაკავშირებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის სავალდებულოობა ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ზემოხსენებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას – გადაწყვიტოს მოქალაქეობის მიცემის საკითხი. მიგვაჩნია, რომ მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური კომპეტენცია – მოქალაქეობის მიცემა – ფართო და მრავლისმომცველია. ასევე ფართოა ძირითადი კანონის 73/1-ე მუხლში ნახსენები, კონტრასიგნაციისგან გათავისუფლებული უფლებამოსილება – მოქალაქეობის მინიჭება. კონსტიტუცია ვერც გაითვალისწინებდა დეტალურად მოქალაქეობის მინიჭების, მიღების, შეწყვეტის, აღდგენის, აღდგენაზე უარის თქმისა თუ სხვა სამართლებრივი რეჟიმების ჩამონათვალს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ მოქალქეობის მიცემის საკითხის გადაწყვეტა ყველა შემთხევვაში ერთ სამართლებრივ შედეგს წარმოშობს – პირი ხდება საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად იმისა, მიენიჭა თუ მიიღო მოქალაქეობა. შესაბამისად, მოქალაქეობის საკითხებზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები კონტრასიგნაციას არ უნდა დაექვემდებაროს.

2. “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია (27-ე მუხლის 1-ელი პუნქტი; 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი) საქართველოს პრეზიდენტს უფლებას აძლევს, ცალკეულ შემთხვევებში, გარკვეული გარემოებების არსებობისას, იმავე კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. წარმოდგენილი კანონის პროექტი პრეზიდენტის ხსენებულ უფლებამოსილებებს აღარ ითვალისწინებს. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე წყვეტს პირისათვის მოქალაქეობის მიცემის საკითხს სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, შესაძლებელია არ დაეთანხმოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის მიღების ან მინიჭების საკითხებზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მეთაურს უნდა შეუნარჩუნდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, საქართველოს მოქალაქედ პირის მიღების ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება, რათა შეუფერხებლად განახორციელოს კონსტიტუციური კომპეტენცია და გადაწყვეტოს მოქალაქეობის მიცემის საკითხი.

3. საქართველოს მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტიციური უფლებამოსილებაა, ამიტომ მიზანშეწონილია, მოქალაქეობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები გამოცემულ იქნას თავად სახელმწიფოს მეთაურის მიერ. დღეს პრეზიდენტის აქტებით რეგულირდება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი და საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. შესაბამისად, მიზანშეწონილია, არა მთავრობის, არამედ პრეზიდენტის აქტით დარეგულირდეს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

4. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით (25-ე მუხლის 1-ელი პუნქტი) მოქალაქეობის მოპოვების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ განცხადების და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას (რომელიც “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის შესაბამისად ნორმატიული აქტი არ არის), ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილებისას – განკარგულებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის აქტები (როგორც განცხადების და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილებები), რომლებიც ინდივიდუალური შინაარსის მატარებელია, გამოცემულ იქნეს მხოლოდ განკარგულების ფორმით.

5. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით (29-ე მუხლის 1-ელი პუნქტი), მოქალაქეობის საკითხებზე პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, მოპასუხეა საქართველოს მთავრობა. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობაც. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის გასაჩივრებულ სამართლებრივ, თუნდაც კონტრასიგნირებულ აქტებზე მოპასუხედ მხოლოდ სხვა სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრამ შესაძლოა, შექმნას გარკვეული პრობლემა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. კერძოდ, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობისას, მთავრობა ვერ იქნება უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად შეიტანოს ცვლილება ან მიიღოს ახალი სამართლებრივი აქტი. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების გასაჩივრების შემთხვევაში, მოპასუხე აგრეთვე უნდა იყოს თავად აქტის გამომცემი და ქართულ კანონმდებლობაში ამგვარი მიდგომა უნდა დამკვიდრდეს.

6. დასაზუსტებელია, ვინ იგულისხმება წარმოდგენილი კანონპროექტის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეში – ის პირები, ვისაც მოქალაქეობა მიენიჭათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ (როგორც ამას ითვალისწინებს იმავე მუხლის პირველი და მეორე პუქტები), თუ “მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის დამატების შემდეგ მოქალაქეობამინიჭებული ყოველი პირი”.

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონპროექტი, რომლის ავტორი – იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი კი მთავრობაა, პარლამენტს იანვრის ბოლოს წარედგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი, აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტს 3 თებერვალს მიაწოდა.

24.03.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრას არ გამოვრიცხავ – თენგიზ ცერცვაძე

კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრას არ გამოვრიცხავ – თენგიზ ცერცვაძე

6 years ago
“მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად”

„მთავრობას ერთი წამითაც არ უფიქრია ცვლილებებზე“ – ლევან ბერძენიშვილი

10 years ago
მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა

მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა

9 years ago
საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების გაკეთება შესაძლებელი იქნება

საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების გაკეთება შესაძლებელი იქნება

10 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by