• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0%-ზე ინარჩუნებს

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად  4.0%-ზე ინარჩუნებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

erovnuli-bankiსაქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს.

ბანკის ცნობით, მიუხედავად განაკვეთის უცვლელად დატოვებისა, კომიტეტი კვლავ მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება, იმ დაშვებით, რომ ეკონომიკური აქტივობა განაგრძობს გაჯანსაღებას ხოლო ინფლაცია უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა გეოპოლიტიკური რისკები, რაც ეკონომიკისთვის გაურკვევლობის შემცველია, ამ ეტაპზე  კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, უცვლელად შეინარჩუნოს პოლიტიკის განაკვეთი.

მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებულია მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და  რეგიონალურ  ეკონომიკურ გარემოზე.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება და შესაბამისი მომავლის ხედვა დამყარებულია მაკროეკონომიკურ პროგნოზზე, რომლის მიხედვით  ინფლაცია 5 – 6 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს 2014 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.

აღნიშნული განპირობებულია ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელი გაჯანსაღებით, ასევე ეფექტური გაცვლითი კურსის იმპორტირებულ ფასებზე გადაცემისა და ინფლაციაზე მოქმედი საბაზო ეფექტის აღმოფხვრით.

კომიტეტის ხედვით აღნიშნული პროგნოზი დაბალანსებულია ორივე მხარეს არსებული რისკებით, თუმცა საქართველოს რეგიონში ბოლო პერიოდში გამწვავებული გეოპოლიტიკური ფაქტორები დამატებით გაურკვევლობის შემცველია ეკონომიკური გარემოსთვის.

კერძოდ, რეგიონში ეკონომიკური გარემოს გაუარესება შესაძლოა  საქართველოს ეკონომიკაზე რამდენიმე არხით აისახოს. უმთავრესია ექსპორტზე შემცირებული მოთხოვნა, ასევე ინვესტორთა განწყობა  და ფულადი გზავნილების შემცირება.

რაც შეეხება პროგნოზის წინაპირობას მიმდინარე ტენდენციის თვალსაზრისით, გასული წლის მეოთხე კვარტალიდან გარკვეულწილად უმჯობესდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც ხელს უწყობს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას.

ინფლაციის დონე თებერვალში 3.5 პროცენტს შეადგენს. წინასწარი ინდიკატორები მიმდინარე წლის დასაწყისშიც ეკონომიკური აქტივობის ზომიერ ზრდაზე მიუთითებს.

საქსტატის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის წლიურმა ზრდის ტემპმა იანვარში 7.8 პროცენტი  შეადგინა. მიმდინარე მონაცემებით დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება ასევე საგარეო მოთხოვნის მხრიდან, რაც აისახება ექსპორტის ზრდაზე.

“ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბებით. საქართველოს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც გრძელვადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდის და დაბალი უმუშევრობის საწინდარია. ასევე ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურობას და მის განვითარებას”, –  აცხადებენ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 7 მაისს გაიმართება.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

12 years ago
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

6 months ago

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ

11 years ago

საბერძნეთი ევროზონიდან გასვლას გადაურჩა

11 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by