• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა მიხეილ საკაშვილს დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

5642prokuraturisshenoba(2)მთავარი პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ დაკითხვაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთკვირიან ვადას აძლევს.

„თბილისი თაიმსი“ მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2014 წლის 27 მარტს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის კანონის დარღვევით შეწყალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ უკანასკნელმა მასმედიის საშუალებებით საჯარო გამოსვლებისას დააფიქსირა, რომ არ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას დაკითხვაზე და მართლაც არ გამოცხადდა დათქმულ დროს მთავარ პროკურატურაში.

მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საზოგადოების და დასაკითხი პირის სრულად ინფორმირების მიზნით წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება დგას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე. აღნიშნულ საქმეებზე პროკურატურა აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან მოყოლებული და მათზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული არიან მოწმეები, მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები და ამ დროისთვის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მ.სააკაშვილის სტატუსიდან გამომდინარე, ხსენებულ საქმეებზე გამოძიება მთავარი პროკურატურის ხელძღვანელობის კოორდინაციის ქვეშ მიმდინარეობს და შესაბამისად, ვინაიდან ის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისი მოწმის სახით დაბარება-დაკითხვას, რომ არ მიეღო სისტემატური და დროში გაწელილი ხასიათი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე, მომხდარიყო მისი ერთდროულად ინფორმირება რამოდენიმე საქმეზე დაკითხვის აუცილებლობაზე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში ისაუბრა მისი შესაძლო დაკავების საფრთხეებზეც, რის გამოც იგი თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისაგან. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა გამოძიების ამ ეტაპზე ემსახურება მისი განმარტებების მიღებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად და არა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელებას და დაკავებას. რაც შეეხება თვით საქმეებს, მათზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის დადგენის შემთხვევაში პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის, ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, სკყპე) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთ კვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 28.03.14

ShareTweet

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026

საინტერესო

უკრაინის რკინიგზა –  ბელარუსი თანამშრომლების დამსახურებით, სარკინიგზო კავშირი გაწყვეტილია

უკრაინის რკინიგზა – ბელარუსი თანამშრომლების დამსახურებით, სარკინიგზო კავშირი გაწყვეტილია

4 years ago
თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

8 years ago
დღევანდელმა გადაწყვეტილებამ სიამაყით ამავსო. კანდიდატის სტატუსით და საბიუჯეტო გრანტებით შანტაჟი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს – ნინო ფოჩხუა

დღევანდელმა გადაწყვეტილებამ სიამაყით ამავსო. კანდიდატის სტატუსით და საბიუჯეტო გრანტებით შანტაჟი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს – ნინო ფოჩხუა

2 years ago
Tbilisi Open Air განცხადებას ავრცელებს

Tbilisi Open Air განცხადებას ავრცელებს

7 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by