3-4 აპრილს, ვილნიუსში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “ნატო-ს ღია კარი – ათი წელი “ბიგ ბენგიდან”, რომელშიც ნატო-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
3 აპრილს მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვა მინისტრების მრგვალი მაგიდის სესიაზე “ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის რელევანტურობა”, რომლის მთავარი განსახილველი თემები იქნება ევროპაში და მის საზღვრებთან სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობა და ის, თუ როგორ აღიქმება და რა მნიშვნელობა აქვს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას ბალტიის, ბალკანეთის და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში.
03.04.14