საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პროკურატურაში მიმდინარე რეფორმებზე და გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრეს.
ფილიპ დიმიტროვი დაინტერესდა მთავარი პროკურორის ხედვებით და ზოგადად, საქართველოს პროკურატურის განვითარების სტრატეგიით.
ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე.
16.04.14