საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინათინ ხიდაშელი დღეს კიევში გაემგზავრება. პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩეული ხუთკაციანი დელეგაციის წევრია, რომელიც უკრაინაში წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად ჩავა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ტურჩინოვთან, საპრეზიდენტო კანდიდტებთან, უკრაინაში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავორბო ორგანიზაციებთან.
უკრაინაში ევროპის საბჭოს უფრო მრავალრიცხოვანი მისია საპრეზიდენტო არჩვენებისათვის ჩავა. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.
28.04.14










