ხვალ, საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედება საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძეს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 13:00სთ-ზე გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
30.04.14