ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ევროკავშირის დელეგაციის მასპინძლობით გაიმართა მიღება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით, რომელსაც დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.
აღნიშნულ მიღებაზე დავით ზალკალიანსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონს შორის შედგა ხანმოკლე საუბარი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ბოლო პერიოდში განვითარებული დინამიკის შესახებ.
06.05.14